იობი (მეუფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იობი
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი
Mitropoliti iobi.jpg
მეუფე იობი
პროვინცია შიდა ქართლი
ეპარქია ურბნისისა და რუისის ეპარქია
ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 28 ნოემბერი, 2000

საერო სახელი ელგუჯა აქიაშვილი
დაიბადა 29 მაისი 1960
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

მეუფე იობი (დ.29 მაისი 1960, სტეფანწმინდა, სნო) — ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტროპოლიტი იობი დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში. 1977 წელს დაამთავრა სნოს საშუალო სკოლა.

1978 წელს ჩააბარა გამოცდები საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში სიონის საკათედრო ტაძარში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. მონაწილეობას იღებდა საკვირაო წირვა-ლოცვაში, იყო სტიქაროსანი.

1982 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოში მუშაობა დაიწყო ეკონომისტად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილედ.

1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მცხეთაში სწავლის პერიოდში სურვილი გაუჩნდა მონასტრული ცხოვრებისა. არდადეგების დროს მორჩილებას გადიოდა ბეთანიის მამათა მონასტერში და მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში.

1988 წლის 3 იანვარს სამთავროში ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) შეასრულა მისი ბერად კურთხევის წესი, სახელდებით იობი. იმავე წლის 19 იანვარს ნათლისღებას, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად. 1988 წ. 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წ. ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც მოეწყო აჭარაში.

1989 წ. 3 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ამავე წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილი იქნა აჭარაში, სხალთის ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში, სადაც ერთი წელი დაჰყო. 1990 წ. 28 აგვისტოს ვარძიაში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1990 წლის სექტემბერში გადაიყვანეს აფხაზეთში კომანის მონასტერში. იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის-მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად მარტყოფის ღვთაების მონასტერში - წინამძღვრად.

1992 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის და წმინდა სინოდის წევრთა ხელდასხმით მოხდა ეპისკოპოსად კურთხევა, ხოლო სექტემბრის თვეში დაინიშნა თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად სტუდენტთა აღმზრდელობით დარგში.

1992 წ. 28 დეკემბერს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად და პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად.

1995 წ. გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად.. 1996 წ. 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად, იმავდროულად ინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1996 წ. 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2000 წ. 28 ნოემბერს მიტროპოლიტის ხარისხში.

კათედრა ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია ხაშურში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]