შინაარსზე გადასვლა

მაკარი ლეთეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაკარი ლეთეთელი — IX საუკუნის ქართველი მწიგნობარი, გიორგი გრძელის ძე. წარმოშობით ქართლიდან უნდა ყოფილიყო, ქარელის ახლოს მდებარე სოფელ ლეთეთიდან, რომელიც XVII საუკუნის ისტორიის საბუთებშიც იხსენიება. სავარაუდებელია, რომ იყო მაწყვერელი ეპისკოპოსის ეფრემის ნათესავი და გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. მოღვაწეობდა იერუსალიმში, საბას ლავრაში. მაკარი ლეთეთელი პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერის „სინური მრავალთავის“ (864) შექმნის ინიციატორი და ალბათ მისი ერთ-ერთი გადამწერი იყო. ტექსტის ის ნაწილი, რომლის გადამწერადაც ივარაუდება მაკარი ლეთეთელი, მარტივად და უსამკაულოდ არის შესრულებული. ტექსტი განაწილებულია ორ სვეტად, ნაწერი ფართოა და მკაფიო, დაწერილია თანაბარი მრგლოვანი ასოებით.

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967, გვ. 145
  • სინური მრავალთავი 864 წლისა, თბ., 1959 (ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 5)