იულიოს თუხარელი
იერსახე
იულიოს თუხარელი (გ. ქართლი, ურბნისი, 1807) — ურბნელი ეპისკოპოსი 1791—1807 წლებში. თავიდან ის იყო სამთავნელი და ნიქოზელი ეპისკოპოსი. მისი სახელით გაცემულია მრავალი დოკუმენტი, დაკავშირებული ურბნისის საეპარქიო საქმეებთან. 1819 წელს პეტერბურგში გადაწერილ ქართულ ხელნაწერში, დაცულია ცნობა იულიოს თუხარელის გარდაცვალების შესახებ: „წმინდა ურბნელი იულიოს თუხარელი მიიცვალა ქართლს, ურბნისს“. იულიოს ურბნელი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო XIX საუკუნის დასაწყისის საქართველოს პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაში, რადგან მისი გარდაცვალებას პეტერგბურგში გადახვეწილი ქართველები საგანგებოდ იუწყებოდნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სსცსა ფ. 213 # 432, ს 101
- ხელნაწერთა ინსტიტუტი H-2108, H-607