უსანეთის სალოცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უსანეთის სალოცავიარქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. არკინარეთის სამხრეთ-დასავლეთ განაპირას.

ნაეკლესიარი საძირკვლის დონემდეა დანგრეული. გეგმა გათხრა-გაწმენდის გარეშე არ იკითხება. ირგვლივ მიმოფანტულია სამშენებლო მასალა — კარგად გათლილი ადგილობრივი ქვის კვადრები, თაღების და კამარის თლილი შირიმის კვადრები. ძეგლის დათარიღება არ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 11