იოანე მანგლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წმიდა იოანე მანგლელი (სააკაძე) (დ. 1668 — გ. 25 მარტი, 1751) — ქართველი წმინდანი. ბავშვობიდანცე გარეჯის უდაბნოში აღიზარდა, აქ ისწავლა მან მონაზვნური ცხოვრება. ძმებისაგან სათნოებით გამორჩეული წმიდა იოანე მალე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, შემდეგ კი მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად.

1724 წელს წმიდა იოანე დარუბანდში წავიდა, ხის ეკლესია ააშენა და დაღესტანში ქადაგება დაიწყო. მას თან ახლდა თერთმეტი სასულიერო პირი. წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით იოანემ მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. არც მთავრობას დარჩენია შეუმჩნევლად მისი მოციქულებრივი საქმიანობა. ამ დროს ვახტანგ VI-სა და პეტრე დიდს მიწერმოწერა ჰქონდათ ართმანეთთან კასპიისპირეთისსაქმეებზე. ორივე მეფე მალე მიხვდა იოანეს ღვაწლის მნიშვნელობას და დიდი ნივთიერი შემწეობა გაუწიეს მას. წმიდა მამამ ღვთისმშობლის შობისა და წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრები ააგო.

1737 წელს იოანემ თავისი მოწაფეები დაღესტანში დატოვა, თვითონ კი ასტრახანში გადავიდა. აქ მან ააგო წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც 1746 წელს რუსეთის მთავრობამ მონასტრად გადააკეთა და არქიმანდრიტად იოანეს მოწაფე, ქართველი ბერი გერმანე დანიშნა.

ასტრახანში იოანემ შეიტყო, რომ ყიზლარში მცხოვრებ ქართველებს ეკლესია არ ჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას უჭირდა და ყიზლარს მიაშურა; იქ ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო და გახსნა სკოლა მქადაგებელთა მოსამზადებლად.

ოთხმოც წელს გადაცილებული იოანე ყიზლარში აღესრულა 1751 წლის 28 მარტს და თავისსავე აგებულ მონასტერში დაკრძალეს. შემდგომ, თეიმურაზ მეფის ბრძანებით, წმიდა იოანეს მირონმდინარე ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს. წმიდა იოანე მანგლელის საფლავი არის სიონის ტაძარში, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველ წმიდანთა ცხოვრება, გვ. 78
  • საისტორიო ცნობები რუსეთის იმპერიის დამოკიდებულებაზე ასტრახან-მოზდოკის ქართული საეკლესიო ახალშენებისადმი : (XVIII საუკუნის პირველი ნახევარი) / ქეთევან პავლიაშვილი // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი : შრომები / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. - თბილისი, 2011. - ISSN 1987-9970. - [ტ.] I. - გვ.184-196. - რეზ. ინგლ. ენ.