დირსიჭალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დირსიჭალა, დარსიჭალა — უბანი (ძველად — ბაღები) თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ისნის რაიონში (ნავთლუღი), ნავთლუღის ხევის მარჯვენა მხარეს, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ორთაჭალის მოპირდაპირედ.

ეს სახელი თბილისის სანახებში XVIII საუკუნეში გაჩნდა. აღნიშნულია თბილისის 1876 და 1910 წლების გეგმებზე. XVII-XVIII საუკუნეებში დირსიჭალას ბაღები ერთმანეთისგან მიჯნავდა ავლაბარსა და ნავთლუღს. დირსიჭალა თავისი ბაღებით, ისევე, როგორც ორთაჭალა, XIX საუკუნეშიც ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას, როგორც ქალაქის პირას მდებარე ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო ერთეული. XIX საუკუნის 40-იანი წლებში ნავთლუღის სამხედრო დასახლება («Слободка Навтлуг») უშუალოდ ესაზღვრებოდა დირსიჭალას ჩრდილოეთიდან, ხოლო თვით სოფელი ნავთლუღი — აღმოსავლეთიდან. ტოპონიმი შენარჩუნებულია დღევანდელი დირსიჭალის ქუჩის დასახელებაში, ჩოლოყაშვილის (ყოფ. 5 დეკემბრის) ქუჩის მართობულად, XIX საუკუნის ბოლოს აგებული წმ. ბარბარეს (ზემო) ეკლესიის ახლოს. დირსიჭალაში ბაღები არსებობდა XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლომდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 31-32. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985;