ორთუბნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ორთუბანის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 200-300 მეტრზე, მთის ფერდობზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,7 X 5,2 მ), კედლები ძირითადად ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვიშაქვით, აფსიდის კონქი და კამარის შემორჩენილი ნაწილი მთლიანად აგურისაა. შიგნიდან ხის ძელით, ხოლო გარედან ქვიშაქვის არქიტრავით გადახურული ერთადერთი შესასვლელი სამხრეთითაა.

ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ორივე მხარეს თითო მაღალი ნიშია. აფსიდს, ნიშების ძირის დონეზე, დაახლოებით 0,1- 0,12 მეტრის სიგანის საფეხური გასდევს. თითო თაღოვანი სარკმელია დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. თავისებურია აღმოსავლეთის ფასადი. აქ კიდეებზე, კედლის სისქეში, დაახლოებით 1,6 მეტრის სიმაღლის კუთხური ნიშებია. სამხრეთის ფასადის სიბრტყე დასრულებულია კარგად გათლილი მჭიდროდ მიწყობილი შირიმის ქვების რიგით, რომელზეც ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნის ქვებია დაწყობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]