ყურანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამის თემები

ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

ყურანი (არაბ. القرآن ალ–ყურ`ან „საკითხავი“ القرآن القودس ალ-ყურ`ან ალ–ყუდუს „წმიდა საკითხავი“) — ისლამის წმიდა წიგნი. მუჰამადის მიერ წინასწარმეტყველური ზეშთაგონების დროს (მექასა და მედინაში 610-632) წარმოთქმული ქადაგებები. დაწერილია არაბულ ენაზე. შედგება 114 სურისაგან, რომლებიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. ყველაზე დიდი სურაა ალ-ბაყარაჰ მე-2 სურა, რომელიც 286 აიისგან შედგება, ყველაზე მცირეა ალ-ქავსარი, 108-ე სურა, რომელიც 3 აიისგან შედგება.

გამოქვაბული ჰირა, სადაც მუჰამედს ჰქონდა პირველი გამოცხადება

მუსლიმებისთვის ყურანი აწესებს ცხოვრების წესსა და დოგმებს. ყურანში მოიხსენიება წინასწარმეტყველები ადამი, ნოე (ნუჰი), აბრაამი (იბრაჰიმი), მოსე (მუსა), დავითი (დავუდი), იესო (ისა) და სხვანი. ყურანი მკვეთრად უპირისპირდება სამებას და აღიარებს ღმერთის (ალაჰის) ერთადერთობას „ლა ილაჰა ილლა ალლაჰ“. ასევე ყურანი მოიცავს მეტად სამეცნიერო ფაქტებს, რომელიც მეშვიდე საუკუნეში ჯერ კიდევ უცნობი იყო კაცობრიობისათვის (ყურანი, 23-ე სურა; XII-XIII მუხლები. 41-ე სურა XII მუხლი და ა.შ.). მთელი წმინდა წიგნების ისტორიაში პირველადაა ადამიანთა წარმომავლობის, ეროვნებისა და კანის ფერის მიხედვით განსხვავებების უარყოფა (ყურანი, 49-ე სურა; 13-ე მუხლი).

ყურანი დღესაც რჩება როგორც ერთადერთ წმიდა წიგნად, რომელშიც მე-7 საუკუნიდან დღემდე მოყოლებული არ შეცვლილა არც ერთი წერტილი და ასობგერა. მაჰმადიანები თვლიან ყურანს ყოველი წმინდა წერილის დასასრულად და ყოველი მუსლიმანი ვალდებულია ყურანის წინ მოსული წმინდა წიგნები, როგორიცაა თორა და ბიბლია (ინჯილი), ასევე მრავალი სხვა მანუსკრიპტები აღიაროს და იწამოს მათი რეალურობა.

ნაწყვეტები ყურანიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურანის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალ–ფათიჰაჰ

1. სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.

2. ქება ალაჰს, უფალს სამყაროთა,

3. მოწყალესა, მწყალობელსა.

4. სამსჯავროს დღის მბრძანებელსა.

5. მხოლოდ შენა გმონებთ და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას.

6. გვიწინამძღვრე პირდაპირი გზით;

7. იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება; არა – შერისხულთა და არცა – გზააბნეულთა.

  • ალ–ბაყარაჰ

სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.

1. ალიფ, ლამ, მიმ, 2. ეს წიგნი – ეჭვი არ არის მასში – ჭეშმარიტი გზაა ღვთისმოშიშთათვის; 3. მათთვის, რომელთაც ირწმუნეს დაფარული, დგრებიან ლოცვად და ხარჯავენ იმას, რასაც ჩვენ სარჩოდ ვუწყალობებთ. 4. რომელთაც ირწმუნეს, რაც ზეგარდმოვლენილ იქნა შენზე; რაც გარდმოვლენილა შენზე უწინ და ზესთასოფლისა სწორედ მათ სჯერათ მტკიცედ. 5. ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან თავიანთი უფლის მეოხებით და ისინი ნეტარნი არიან.

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „როცა ღამემ დაფარა იგი, მან დაინახა ვარსკვლავი და შესძახა: აი ჩემი ღმერთი!მაგრამ ვარსკვლავი გაქრა და მან თქვა: მე არ მიყვარს რაც ქრება. როდესაც დაინახა ამომავალი მთვარე, მან თქვა: აი ჩემი ღმერთი, მაგრამ მთვარეც თვალს მიეფარა. როდესაც მზე ამოიწვერა აღმოსავლეთით, მან შესძახა: აი ჩემი ღმერთი-ის ყველაზე დიდია! მაგრამ მზეც ჩაესვენა და მან თქვა: ჩემოხალხო, მე არ ვაპირებ თქვენი ღმერთების თაყვანისცემას, მე ჩემს მზერას მივმართავ ცისა და მიწის შემოქმედისკენ, მხოლოდ მას ეცით თაყვანი“
  • „არ არს სხვა ღმერთი, გარდა ღმერთისა, რომელიც ცოცხალი და მარადიულია“.
  • „თუ თქვენ არ იწამებთ ღმერთს, ღმერთი მაინც დარჩება ცისა და მიწის მეუფედ...მისი დიდებაც მასშია“
  • „ეს ცხოვრება ფუჭი თამაშია. მხოლოდ ღვთის რწმენა და შიში დაჯილდოვდება“.
  • „ყველაფერი რაც ამქვეყნიურია წარმავალია, მხოლოდ ღვთის სახეა მარადიული“.

ქართული თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ყურანის ქართული თარგმანები. 1905 წელს ყურანი პეტრე მირიანაშვილმა გადათარგმნა ფრანგული ენიდან, 2006 წელს — გიორგი ლობჟანიძემ, 2012 წელს — რეზო მიქელაძემ, ხოლო 2013 წელს — იმამყული ბათუანმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ყურანი ანუ არაბული მითოსი“ / [მიხეილ (გელა) სალუაშვილი; ლაზარეს ინსტიტუტი]. - თბილისი, 2008. - 42გვ. ; 21სმ.. - (ბოლო ჟამის მინიშნებანი; 2);
  • „მაჰმადის შეგონებანი“ / [შეადგინა ლამე აბდულაჰ სორევერდინმა; თარგმნა იმირა მამედლიმ; წინასიტყვ. მაჰამათა განდი]. - თბ. : ლომისი, 1996 (ს.ს. "პირველი სტამბა"). - 152გვ. ; 13სმ.
  • „კურანი“ (ყურანი) / მუჰამმადისა ; [თარგმანი პეტრე მირიანაშვილისა]. - [პირველად გამოცემული]. - ტფ., 1906 (სტ. შრომა). - 627გვ. ; 26სმ.
  • „ყურანი“ / არაბულიდან თარგმნა, შესავ. წერილი და განმარტ. დაურთო გიორგი ლობჟანიძემ; [რედ. როსტომ ჩხეიძე ; პროექტის ავტ. ნაირა გელაშვილი]. - [თბ. : კავკას. სახლი, 2006]. - 676გვ. ; 29სმ.. - თარგმანი ეძღვნება ილია ჭავჭავაძეს. - ბიბლიოგრ.: გვ. 670-672. - ISBN 99940-921-3-8;
  • საქართველოს და მსოფლიოს ისტორია მე–11 კლასი,<დიოგენე>, გვ. 89.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: