კარაჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კარაჩი
کراچی‎
Karachi Montage 02.PNG
ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
პროვინცია სინდი
კოორდინატები 24°51′36″ ჩ. გ. 67°00′36″ ა. გ. / 24.86000° ჩ. გ. 67.01000° ა. გ. / 24.86000; 67.01000
ფართობი 3 527 კმ²
ზღვის დონიდან 8
მოსახლეობა 24 000 000[1][2] კაცი (2013)
ოფიციალური საიტი www.kmc.gos.pk
კარაჩი (პაკისტანი)
Red pog.svg

კარაჩი (ურდუ: کراچی‎‎) — საპორტო ქალაქი პაკისტანის სამხრეთში, ქვეყნის უდიდესი ქალაქი და ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი მსოფლიოში 24 მილიონი მცხოვრებით, სინდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. კარაჩი არის პაკისტანის უმთავრესი ფინანსური, საბანკო, სამრეწველო და სავაჭრო ცენტრი. ქალაქი სამხრეთ აზიაში და ისლამურ სამყაროში უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანესი ცენტრია[3].

კარაჩი დამოუკიდებელი პაკისტანის პირველი დედაქალაქი იყო (1958 წელს დედაქალაქი გადაიტანეს რავალპინდში). დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა, რაც ძირითადად ინდოეთიდან და აღმოსავლეთი პაკისტანიდან ასობით ათასი ურდუ ენაზე მოლაპარაკე მიგრანტის გადმოსახლებამ გამოიწვია.

ქალაქში დაიბადა და აქვეა დაკრძალული პაკისტანის დამაარსებელი მუჰამედ ალი ჯინა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brinkhoff, Thomas. citypopulation.de The Principal Agglomerations of the World. City Population. წაკითხვის თარიღი: 8 April 2015.
  2. Population explosion: Put an embargo on industrialisation in Karachi“, http://tribune.com.pk, 6 October 2013. წაკითხვის თარიღი: 17 January 2014. 
  3. Pakistan City Karachi Online Information. Pakistancity.org. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-25-ში.