კაშკადარიის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ადმინისტრაციული ერთეული
კაშკადარიის ოლქი
უზბეკ. Qashqadaryo viloyati
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ადმ. ცენტრი ყარში
კოორდინატები 38°50′00″ ჩ. გ. 66°05′00″ ა. გ. / 38.83333° ჩ. გ. 66.08333° ა. გ. / 38.83333; 66.08333
დაარსდა 20 იანვარი, 1943
ფართობი 28400 კმ²
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ოფიციალური საიტი http://www.qashqadaryo.uz/
კაშკადარიის ოლქი — უზბეკეთი
კაშკადარიის ოლქი

კაშკადარიის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Qashqadaryo viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ყარში.

ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიქმნა 1964 წლის 7 თებერვალს. მდებარეობს რესპუბლიკის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე კაშკადარიის აუზში და პამირ-ალაის მთათა სისტემის დასავლეთ კიდეზე. ფართობი 28.4 ათასი კმ². ზედაპირის უმეტესი ნაწილი მთისწინა ვაკეა. მთავარი მდინარეა კაშკადარია. განვითარებულია საშენ მასალათა, მსუბუქი, კვების და აირის მრეწველობა. მეურნეობაში წამყვანია მებამბეობა და ყარაკულის დამზადება. კაშკადარიის ოლქის სარწყავი მიწათმოქმედების (უმთავრესად ბამბა), ურწყავი მარცვეულის მეურნეობის (ხორბალი, ქერი) და სასაძოვრე მეცხოველეობის (უმტავრესად მეყარაკულეობა) რაიონია. განვითარებულია მებაღეობა და მევენახეობა. მისდევენ მეაბრეშუმეობას.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლქი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1967).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]