ნამანგანის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ნამანგანის ოლქი
უზბეკ. Namangan viloyati
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ადმ. ცენტრი ნამანგანი
შიდა დაყოფა Chortoq District, Chust District, Kosonsoy District, Mingbuloq District, Namangan District, Norin District, Pop District, To‘raqo‘rg‘on District, Uchqoʻrgʻon District, Uychi District და Yangiqoʻrgʻon District
კოორდინატები 41°00′00″ ჩ. გ. 71°10′00″ ა. გ. / 41.00000° ჩ. გ. 71.16667° ა. გ. / 41.00000; 71.16667
დაარსდა 6 მარტი, 1941
ფართობი 7900 კმ²
მოსახლეობა 2 554 200 (2015)
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ოფიციალური საიტი http://www.namangan.uz/uz/
ნამანგანის ოლქი — უზბეკეთი
ნამანგანის ოლქი

ნამანგანის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Namangan viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ნამანგანი.

ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიქმნა 1967 წლის 18 დეკემბერს (ადრე არსებობდა 1941 წლის 6 მარტიდან — 1960 წლის 25 იანვარმდე). მდებარეობს რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში და უკავია ფერღანის ველის ჩრდილოეთი ნაწილი, უმთავრესად სირდარიის მარჯვენა ნაპირეთი. ფართობი 7.9 ათასი კმ². ოლქის უმეტესი ნაწილი 400-750 მეტრის სიმაღლის ვაკეა, რომელიც დასერილია მდინარეთა ხეობებით. უდიდესი მდინარეა სირდარია. გავრცელებულია რუხი ნიადაგები. ოლქში განვითარებულია მებამბეობა, მებაღეობა, მევენახეობა, მეაბრეშუმეობა, მებოსტნეობა, მებაღჩეობა, მეცხოველეობა, მსუბუქი და კვების მრეწველობის დარგები. იღებენ ოქროს, თაბაშირს, კირს, გრანიტს, ქვიშასა და ხრეშს. გაყვანილია საირიგაციო არხები, აგებულია წყალსაცავები. ნამანგანი ავიახაზით უკავშირდება აზიის ქალაქებს.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლქი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1973).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]