ბუხარის ოლქი
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ადმ. ცენტრი | ბუხარა |
კოორდინატები | 40°10′00″ ჩ. გ. 63°40′00″ ა. გ. / 40.16667° ჩ. გ. 63.66667° ა. გ. |
დაარსდა | 15 იანვარი 1938 |
ფართობი | 39 400 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 206 მეტრი |
მოსახლეობა | 1 543 900 (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 |
ISO 3166 კოდი | UZ-BU[1] |
ოფიციალური საიტი | http://www.buxoro.uz/index.php?Lang=en |
![]() | |
ბუხარის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Buxoro viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბუხარა.
ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეიქმნა 1938 წლის 15 იანვარს. მდებარეობს რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში. ფართობი 39.4 ათასი კმ². ზედაპირი ვაკეა. მდებარეობს ზარაფშანის ქვემო დინებასა და ყიზილყუმის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში. ტერიტორიის დიდი ნაწილი უდაბნო საძოვრებს უჭირავს. არის სარწყავი მიწათმოქმედება. სათესია მიწის ფონდის დაახლოებით 2%. მეურნეობის მთავარი დარგებია მებამბეობა, ყარაქოლის ცხვრის ჯიშის მოშენება, მეაბრეშუმეობა, ბამბასაწმენდი, აბრეშუმის სახვევი, კარაქ-ცხიმის, ღვინის, ხორცის მრეწველობა, სამშენებლო მსალათა წარმოება და სხვა. განვითარებულია ბუნებრივი აირის მოპოვება (უდიდესი საბადო — ღაზლი), ნავთობის, ქიმიური, ენერგეტიკული და ოქროსმოპოვებითი მრეწველობა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 595.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ MusicBrainz — MetaBrainz Foundation, 2000.
|