ანდიჯანის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანდიჯანის ოლქი
უზბეკ. Andijon viloyati
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ადმ. ცენტრი ანდიჟანი
კოორდინატები 40°45′00″ ჩ. გ. 72°10′00″ ა. გ. / 40.75000° ჩ. გ. 72.16667° ა. გ. / 40.75000; 72.16667
დაარსდა 6 მარტი 1941
ფართობი 4 200 კმ²
მოსახლეობა 1 899 500 (2005)
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ISO 3166 კოდი UZ-AN[1]
ოფიციალური საიტი http://www.andijan.uz/
Andijon Viloyati in Uzbekistan.svg

ანდიჯანის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Andijon viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ანდიჯანი.

ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიქმნა 1941 წლის 6 მარტს. მდებარეობს რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ფერღანის ველის აღმოსავლეთით. ფართობი 4.2 ათასი კმ². ზედაპირი ვაკეა, რომელიც ფერღანისა და ალაის ქედის მთისწინეთში გადადის. მთავარი მდინარეა ყარადარია (სირდარიის ერთ-ერთი სათავე). ანდიჯანის ოლქი უზბეკეთის მებამბეობისა და ნავთობის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი რაიონია. გაყვანილია დიდი ფერღანის, სამხრეთ ფერღანის, დიდი ანდინჯანისა და სხვა მაგისტრალური არხები. ნათესი ფართობი დაახლოებით 3/4 ბამბას უჭირავს. განვითარებულია მებაღეობა, მევენახეობა, სახორცე-სარძევე და სახორცე-საცხიმე მეცხოველეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]