ხორეზმის ოლქი
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ხორეზმის ოლქი უზბეკ. Xorazm viloyati | ||
ქვეყანა | უზბეკეთი | |
ადმ. ცენტრი | ურგენჩი | |
შიდა დაყოფა | Bog‘ot District, Gurlan District, Xonqa District, Hazorasp District, Khiva District, Qo‘shko‘pir District, Shovot District, Urganch District, Yangiariq District და Yangibozor District | |
კოორდინატები | 41°20′00″ ჩ. გ. 61°00′00″ ა. გ. / 41.33333° ჩ. გ. 61.00000° ა. გ. | |
მმართველი | Farhod Ermanov | |
დაარსდა | 15 იანვარი, 1938 | |
ფართობი | 6300 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 1 715 600 (2015) | |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | |
საავტომობილო კოდი | 90 | |
ოფიციალური საიტი | http://xorazm.uz | |
| ||
ხორეზმის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Xorazm viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ურგენჩი.
ზოგადი მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიქმნა 1938 წლის 15 იანვარს. მდებარეობს რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ამურდარიის ქვემო დინების მარცხენა ნაპირეთში. ფართობი 6.3 ათასი კმ². ხორეზმის ოლქის ტერიტორია დაბლობი ვაკეა (სიმაღლე 100 მეტრამდე), მდინარე ამუდარიის ძველი დელტის ნაწილი. დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ეკვრის ყარაყუმის უდაბნო. მთავარი მდინარეა ამუდარია, რომელსაც ფართოდ იყენებენ სარწყავად. ბევრია პატარა მლაშე ტბა. ხორეზმის ოლქი უზბეკეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი რაიონია. მრეწველობის დარგებიდან მთავარია მსუბუქი და კვების მრეწველობა. ნათესი ფართობი მთლიანად სარწყავია. ფართობის 62.7% უკავია ბამბის ნათესებს. მოჰყავთ მარცვლეული, საკვები კულტურები, კარტოფილი, ბოსტნეულ-ბაღჩეული, ხილი და სხვა. მეცხოველეობა სახორცე-სარძეო მიმართულებისაა. მისდევენ მეაბრეშუმეობას. განვითარებულია სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო ტრანსპორტი.
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლქი დაჯილდოებულია ლენინის (1963) და შრომის წითელი დროშის (1971) ორდენებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 498.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|