სურხანდარიის ოლქი
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
სურხანდარიის ოლქი უზბეკ. Surxondaryo viloyati | ||
ქვეყანა | უზბეკეთი | |
ადმ. ცენტრი | Termez | |
კოორდინატები | 38°00′00″ ჩ. გ. 67°30′00″ ა. გ. / 38.00000° ჩ. გ. 67.50000° ა. გ. | |
მმართველი | Q106584062? | |
დაარსდა | 6 მარტი, 1941 | |
ფართობი | 20800 კმ² | |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | |
ოფიციალური საიტი | http://www.surxon.gov.uz/ | |
| ||
სურხანდარიის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Surxondaryo viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი თერმეზი.
ზოგადი მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიქმნა 1941 წლის 6 მარტს. მდებარეობს უზბეკეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. სამხრეთით მდინარე ამუდარიაზე გადის უზბეკეთ-ავღანეთის საზღვარი. ფართობი 20,8 ათასი კმ². მოსახლეობა 1020 ათასი მცხოვრები (1983), აქედან 19% ქალაქში ცხოვრობს. ოლქის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი ვაკეა, რომელსაც გარს აკრავს ქედები (სიმაღლე 4643 მეტრამდე). მთავარი მდინარეებია სურხანდარია შენაკადებით და შერაბადი. აგებულია რამდენიმე წყალსაცავი და არხი. განვითარებულია კვების (ზეთის საექსტრაქციო, ხილბოსტნეულ-საკონსერვო, ღვინის, ლუდის ქარხნები, ხორცისა და რძის, საფქვავი კომბინატები), მსუბუქი (ბამბასაწმენდი ქარხნები, სამკერვალო, ხალიჩების და აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკები), საშენ მასალათა, ნავთობის და ქვანახშირის მრეწველობა. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია: მებამბეობა, მეაბრეშუმეობა, მებაღეობა, მევენახეობა, საძოვრული მეცხოველეობა. ქალაქ თერმეზში, მდინარე ამუდარიაზე გაშენებულია საერთაშორირისო მნიშვნელობის სამდინარო ნავსადგური.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 613.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|