ტიან-შანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიან-შანი
Peak of Khan Tengri at sunset.jpg
ხან-თენგრი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი აზია
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ჩინეთის დროშა ჩინეთი
გეოგრაფია
სიგრძე 2450 კმ
უმაღლესი წერტილი გამარჯვების პიკი
სიმაღლე 7439 

ტიან-შანი (ჩინ. 天山山脈, Tiānshān, უიღ. تەڭرىتاغ, Тәңри тағ, ყაზ. Тәңір шыңы) — მთათა სისტემა ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვარზე. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 2450 კმ-ზე. ტიან-შანის სისტემაში შედის 30-ზე მეტი მწვერვალი, რომელთა სიმაღლე 6000 მეტრზე მეტია. მის ყველაზე მაღალ მწვერვალად ითვლება გამარჯვების პიკი (7439 მ), რომელიც მდებარეობს ჩინეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე. სიმაღლით მეორე მწვერვალია ხან-თენგრის პიკი (6995 მ). ჩრდილოეთით ბოროჰოროს ქედით უერთდება ჯუნღარის ალათაუს, სამხრეთით, ჰისარ-ალაის სისტემით — ალაის ქედს. გამოიყოფა შემდეგი ოროგრაფიული ერთეულები: ჩრდილოეთი ტიან-შანი, დასავლეთი ტიან-შანი, შიგა ტიან-შანი და აღმოსავლეთი ტიან-შანი, რომელშიც მთათა ორი სარტყელია: ჩრდილოეთი სარტყელი და სამხრეთი სარტყელი. აღმოსავლეთ ტიან-შანის მთისწინეთში არის ტურფანის ქვაბული და ხამის ღრმული. ტიან-შანის სიმაღლე უმთავრესად 4000-5000 მ-ია. მაღალმთიან ზონაში მყინვარული რელიეფი და მძლავრი გამყინვარებაა. აქ არის მყინვარები: სამხრეთი ინილჩექი და ჩრდილოეთი ინილჩექი. 3200-3400 მ-ის ზევით მარადი მზრალობაა. ტიან-შანის ქედებს შორის მოქცეული ვრცელი ქვაბულების ნაწილი ტბებს უკავია, რომელთაგან აღსანიშნანია ტბა ისიქ-ქოლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тянь-Шань в книге: Н. А. Гвоздецкий, Н. И. Михайлов. Физическая география СССР. М., 1978;
  • Чупахин В. М., Физическая география Тянь-Шаня, А.-А., 1964.