პეშავარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პეშავარი
ურდუ پشاور, პუშტუ پېښور‎, ჰინდი پِشور

ნიშტარის სასახლე
ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
პროვინცია (პაკისტანი)|პაკისტანის ადმინისტრაციული ოლქი|პროვინცია ჰაიბერ–პახტუნხვა
კოორდინატები 34°00′00″ ჩ. გ. 71°30′00″ ა. გ. / 34.00000° ჩ. გ. 71.50000° ა. გ. / 34.00000; 71.50000
ნაზიმი ჰაჯი გულამ ალი
დაარსდა პირველი ცნობები ჩვ.წ.აღ.მდე I ათასწლეული
ფართობი 1257 კმ²
ცენტრის სიმაღლე 491
მოსახლეობა 1 439 205 ადამიანი კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი 091
საფოსტო ინდექსი 25000
პეშავარი — პაკისტანი
პეშავარი

პეშავარი (ურდუ پشاور, პუშტუ پېښور‎) — ჰაიბერ-პახტუნხვას ადმინისტრაციული ცენტრი პაკისტანში. მნიშვნელოვანი სავაჭრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ქალაქი პაკისტანის საზღვარზე, ქვეყნის პუშტუნური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ცენტრი. მოსახლეობა — 1 439 205 ადამიანი (2010წ. მონაცემებით)

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეშავარის რაიონში პუშტუნები დასახლდნენ ჯერ კიდევ ძვ.წ.I ათასწლეულში, როცა მათ დაიწყეს აქ ჩამოსახლება სულეიმანის მთების რაიონის სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთის კალთებიდან.

ტკბილეულის სავაჭრო

დროთა განმავლობაში იგი გახდა პუშტუნური კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი ყანდაარსა და ქაბულთან ერთად. ძველად, როცა ქალაქი ოფიციალურად დაარსდა კუშანების მიერ I საუკუნის შუა ხანებში, ეწოდებოდა პურუშაპურა. ისტორიის მთელ მანძილზე პეშავარი წარმოადგენდა ძველი აბრეშუმის გზაზე, განსხვავებული აზიური კულტურების გზაჯვარედინზე მდებარე მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს.

ქალაქის ძველი უბანი

ჯერ კიდევ მე–2 ათასწლეულის დაწყებამდე რეგიონი დაიპყრეს მუსლიმმა არაბებმა და თურქებმა. თურქებმა პეშავარი 988 წელს დაიპყრეს. XVIს–ში ქალაქი შევიდა პუშტუნთა მფლობელობაში. დიდ მოგოლთა იმპერიის დამაარსებელი, სამხრეთ აზიის მომავალი დამპყრობელი ბაბური მოვიდა პეშავრში და დააარსა ქალაქი სახელად ბერგამი, ხოლო 1530 წელს ააგო ციხე–სიმაგრე. მისმა შვილიშვილმა აქბარმა ქალაქს ოფიციალურად უწოდა პეშავარი. აქბარმა გააფართოვა ბაზარი, საფორტიფიკაციო ნაგებობანი. ძველად ქალაქს, ასევე, უწოდებდნენ "ყვავილების ქალაქს" ან "მარცვლეულის ქალაქს".

1747 წელს პეშავარი შევიდა აჰმად შაჰ დურანის ავღანურ–პუშტუნურ იმპერიაში. 1834 წელს ავღანეთთან ომის დროს სიქჰებმა დაიკავეს ქალაქი პაშავარი. გადაწვეს ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი. ქალაქი გათავისუფლდა სიქჰების ბატონობიგან რანჯიტ სინგჰის გარდაცვალების შემდეგ. 1849–1947 წლებში ქალაქს მართავდა დიდი ბრიტანეთი, ამავე პერიოდში ის გახდა პაკისტანის ნაწილი.

1979 წელს ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის შემდეგ პეშავარი გადაიქცა მოჯაჰედების ანტისაბჭოთა მოძრაობის ცენტრად. ის გარშემორტყმული იყო ავღანელი ლტოლვილების უზარმაზარი ბანაკით. მრავალი ლტოლვილი აქ დარჩა სამოქალაქო ომის დასრულებამდე, რომელიც გაჩაღდა საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ 1989 წელს, თალიბების მმართველობის, ამერიკის და მისი მოკავშირეების ოკუპაციის პერიოდში 2001 წლამდე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეშავარელი მოსახლეობა

პეშავარი სწრაფად მზარდი ქალაქია 982 816 ათასი მცხოვრებით (1998 წლის მონაცემებით). მოსახლეობის ზრდის მიმდინარე მაჩვენებელი შეადგენს 3,29%–ს წელიწადში, რაც პაკისტანის მრავალი ქალაქის ზრდის მაჩვენებლის საშუალო დონეს აჭარბებს.

მოსახლეობის ორი ძირითაძი ჯგუფი ეს არის: პუშტუნური უმრავლესობა (ავღანეთიდან დევნილების ჩათვლით) და პეშავარელთა უმცირესობა (ქალაქის მოსახლეობა). ამათ გარდა აქ ცხოვრობენ ათასობით ტაჯიკები, ხაზარები, უზბეკები და აგრეთვე, ციგნები.

ქალაქის მოსახლეობა: 48,68 % (983 000 ადამ). სოფლის მოსახლეობა: 51,32 % (1 036 000 ადამ.) რაოდენობრივი შეფარდება მამაკაცების ქალებთან: 1,1:1

პეშავარის მოსახლეობის 99% მუსლიმია. ძველად აქ ცხოვრობდნენ ავღანელი ებრაელების, ინდუსების და სიქების მცირე თემები. ინდოეთის გაყოფამ და ისრაელის წარმოქმნამ პეშავარიდან ამ თემების გაქრობა გამოიწვია. რეგიონში დღემდეა შემორჩენილი მცირე ქრისტიანული ჯგუფი.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეიბერის გასასვლელი – აღმოსავლეთის ჭიშკარი

პეშვარი მდებარეობს ხეობაში ირანის ზეგანზე, ცენტრალური და სამხრეთ აზიის საზღვარზე. აქ უძველესი დროიდან გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა

პეშავარის ხეობა დაფარულია ბოლო პერიოდის გეოლოგიური ეპოქის ქვიშის, ხრეშის და ლამის გამაგრებული ნალექებით. ეს ქვიშა, ხრეში და სილა წარმოადგენს ძირითად წყალგამტარ ზონას, რომლის სისქე დაახლოებით 60 მ–ია. მდინარე ქაბული მიედინება რეგიონის ჩრდილო–დასავლეთით. პეშავარის ვაკეზე გამოსვლისას მდინარე ქაბული იშლება რამდენიმე ნაკადად.

პეშავარში ზამთრის პერიოდი გრძელდება ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე. ზაფხული — მაისიდან სექტემბრამდე. მაქსიმალური სადღეღამისო ტემპერატურა ზაფხულობით არის 40 °C, მინიმალური — 25 °C,. ზამთარში შესაბამისად, 18.35 °C და 4 °C

წვიმები ყველაზე ხშირად მოდის ზამთრის პერიოდში — თებერვლიდან აპრილამდე, ხოლო ზაფხულში ნალექების უდიდესი რაოდენობაა აგვისტოში. ზამთარში ნალექების რაოდენობა მეტია ვიდრე ზაფხულში. ნალექების წლიური საშუალო რაოდენობაა 400 მმ.

პეშავარში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]