სამარყანდი (უზბ.: Samarqand, Самарқанд, რუს.: Самарканд, სპარს.: سمرقند, მოსახლეობა: 412 300, 2005 წელს) — უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქი და სამარყანდის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ისტორიულად ცნობილია, მისი ცენტრალური პოზიციით აბრეშუმის გზაზეჩინეთსა და დასავლეთს შორის, ასევე სამეცნიერო სწავლების ისლამური ცენტრის სახით. ქალაქის ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა ბიბი-ხანიმის მეჩეთია. მდებარეობს ზღვის დონიდან 702 მეტრზე. 2001 წელს იუნესკომ 2750 წლის ქალაქი მსოფლიო კულტურული მეკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, როგორც „სამარყანდი - კულტურათა გზაჯვარედინი“.