სამარყანდის ოლქი
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
სამარყანდის ოლქი უზბეკ. Samarqand viloyati | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
ადმ. ცენტრი | სამარყანდი | |
კოორდინატები | 39°50′00″ ჩ. გ. 66°15′00″ ა. გ. / 39.83333° ჩ. გ. 66.25000° ა. გ. | |
მმართველი | Erkinjon Turdimov | |
დაარსდა | 15 იანვარი, 1938 | |
ფართობი | 16400 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 3 444 800 (2014) | |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | |
ოფიციალური საიტი | http://www.samarkand.uz/ | |
| ||
სამარყანდის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Samarqand viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სამარყანდი.
ზოგადი მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიქმნა 1938 წლის 15 იანვარს. მდებარეობს რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ზარაფშანის შუა დინების აუზში. ფართობი 16.4 ათასი კმ². სამარყანდის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში ნურათაუს და აქთაუს ქედები, ყიზილყუმის უდაბნოს ნაწილი; სამხრეთში — ზარფაშანის ქედის ჩრდილოეთ კალთები და ყარნაბჩულის სტეპი. ერთადერთი დიდი მდინარეა ზარაფშანი. სამარყანდის ოლქში განვითარებულია მანქანათსაშენი, ლითონდასამუშავებელი, ქიმიური, მსუბუქი და კვების მრეწველობა, მექანიზებული სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობაშ დიდი ადგილი უკავია სარწყავ მიწებს. აგებულია წყალსაცავები და საირიგაციო არხები. მოჰყავთ ბამბა, თამბაქო, მარცვლოვნები, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი. აშენებენ მსხვილრქოსან საქონელს, ცხვარს, თხას. განვითარებულია მეაბრეშუმეობა. სამარყანდის ოლქს კვეთს სარკინიგზო მაგისტრალი კრასნოვოდსკ-ტაშკენტი. განვითარებულია საჰაერო მიმოსვლა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 707.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|