Corporal Clegg

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Corporal Clegg“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან A Saucerful of Secrets
გამოსვლის თარიღი 29 ივნისი 1968 (ბრიტანეთი)
27 ივლისი 1968 (აშშ)
ჩაიწერა თებერვალი 1968
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 4:12
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (ბრიტანეთი)
Tower (აშშ)
ავტორი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ნორმან სმითი
A Saucerful of Secrets - სიმღერები

Corporal Clegg“ — მეოთხე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეორე სტუდიური ალბომიდან A Saucerful of Secrets (1968).[1] მისი ავტორია როჯერ უოტერსი[1], ხოლო ვოკალებს ასრულებენ დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი და ნიკ მეისონი - ერთადერთხელ ჯგუფის ისტორიაში.[2] სიმღერაში ჟღერს ინსტრუმენტი კაზუ.

დევიდ გილმორი:

ამ სიმღერისთვის ერთი-ორი სოლო ჩავწერე, რომელიც საკმაოდ მომწონდა. სამნაწილიანი იყო, რაღაც მომენტში. მელოდიის სექციის დროს ორნაწილიანია, მაგრამ პირველი სოლოს დაბოლოება არის სამნაწილიანი. საკმაოდ კარგია და მომწონს, ვფიქრობ, ჭკვიანური იქნებოდა ამის გამოყენება. მაგრამ მერე როჯერმა წაშალა - შეცდომით. იძულებული გავხდი, თავიდან ჩამეწერა.

კომპოზიცია ჯგუფის ძირითად კონცერტებზე არასოდეს შესრულებულა.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერაში საუბარია კონტუზებულ სამხედროზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ფეხი დაკარგა. აღწერილია, რომ მას აქვს „ნარინჯისფერი, წითელი და ლურჯი“ ფერების მედალი. პინკ ფლოიდის შემოქმედებაში ეს არის ომის პირველი ხსენება - მოგვიანებით იგი უფრო გამოკვეთილ თემად იქცა, განსაკუთრებით ალბომებზე The Wall და The Final Cut. ეს ზოგადად როჯერის შემოქმედების ერთ-ერთ წამყვან თემად იქცა, ვინაიდან მისი მამა 1944 წელს ომში დაიღუპა.[1]

მუსიკალური ვიდეოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა კონცერტებზე არასოდეს შესრულებულა, მაგრამ არსებობს მისი ორი პრომო ფილმი. პირველი 1968 წლის 19 ან 20 თებერვალს, ბელგიური RTB-სთვის გადაიღეს. ამ ვარიანტში ჯგუფი განასახიერებს სიმღერის შესრულებას, განსხვავებული დაბოლოებით.[3] მეორე გადაღებული იქნა 1969 წლის 22 ივლისს, დასავლეთ გერმანული SDR-სთვის და ეთერში გავიდა იმავე წლის 21 სექტემბერს.[4] ამ შემთხვევაში ჯგუფის წევრები სხედან მაგიდასთან, გამოწყობილები სამხედრო ფორმებში და საჭმელს შეექცევიან.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus,. ISBN 0-7119-4301-X. 
  2. Schaffner, Nicholas (2005). "Shine On You Crazy Diamond", Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey, New, London: Helter Skelter, გვ. 132. ISBN 1-905139-09-8. 
  3. Povey, Glenn; The Complete History of Pink Floyd, 2006, p.91
  4. Ibidem, p.111