მუხაურის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხაურის ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს აღმოსავლეთით, 1 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე გამოვლინდა კვალი, წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. რამდენიმე ადგილას შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები შენობათა საძირკვლის ნაშთები. გადმოცემის თანახმად ეს ადგილი ურწყავი ყოფილა და ამიტომ მოსახლეობა აქედან კახეთში გადასახლებულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]