ლოიდ შეპლი
ლოიდ შეპლი (ინგლ. Lloyd Stowell Shapley; დ. 2 ივნისი, 1923, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ — გ. 12 მარტი, 2016, ტუსონი, აშშ) — ამერიკელი ეკონომისტი და მათემატიკოსი. 2012 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში. დაიბადა ასტრონომ ჰარლოუ შეპლისა და მარტა ბეც შეპლის ოჯახში.[9]
მსახურობდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში (1943—1945). ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრი (1948), პრინსტონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი (1953). მუშაობდა კორპორაცია RAND-ში (1948—1949; 1954—1981), 1981 წლიდან, გარდაცვალებამდე, კალიფორნიის უნივესიტეტში (ლოს-ანჯელესი) მოღვაწეობდა .
დაჯილდოებულია ბრინჯაოს ვარსკვლავის სამხედრო მედლით. ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიისა (1974-დან) და აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (1979-დან) აკადემიკოსი. ამერიკული ეკონომიკური ასოციაციის საპატიო წევრი (2007-დან). 2012-2016 წლებში ამერიკული მათემატიკური საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში ელვინ როთთან ერთად (2012).
გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გარდაიცვალა 2016 წლის 12 მარტს, 92 წლის ასაკში, ტუსონში, ბარძაყის ძვლის მოტეხილობით[10].
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- The Shapley Value დაარქივებული 2006-10-01 საიტზე Wayback Machine.
- Citation of von Neumann Theory Prize on L.S.Shapley's work: "Lloyd Shapley has dominated game theory for the thirty-seven years since von Neumann and Morgenstern published their path-breaking book, The Theory of Games and Economic Behavior."
- Albert Tucker's comment on L.S.Shapley's work[მკვდარი ბმული]. In 1995, Albert W. Tucker mentioned in his passing that Shapley was second only to Von Neumann as the most important researcher in theory of games so far.
- Robert Aumann's Nobel lecture, also see here.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 Find a Grave — 1995.
- ↑ 3.0 3.1 Munzinger-Archiv — 1913.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — Leksikografski zavod Miroslav Krleža, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ Lloyd S. Shapley 1923- 2016 — 2016.
- ↑ The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 2012 — Nobel Foundation.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ MARTHA BETZ SHAPLEY - NYTimes.com
- ↑ Shapley, a Nobel laureate in economics, has died
|
|