შინაარსზე გადასვლა

პასკუალ დუარტეს ოჯახი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პასკუალ დუარტეს ოჯახი“
La familia de Pascual Duarte

პირველი ესპანური გამოცემა
ავტორი კამილო ხოსე სელა
ქვეყანა ესპანეთი
ენა ესპანური
ჟანრი ნოველა
გამომცემელი Ediciones Aldecoa, S.A.
გამოცემის თარიღი 1942
მედია ბეჭდური
ISBN 84-233-0732-8

პასკუალ დუარტეს ოჯახი (ესპ. La familia de Pascual Duarte) 一 ესპანელი ნობელიანტი მწერლის, კამილო ხოსე სელას რიგით პირველი მოთხრობა, რომელიც, თავდაპირველად, 1942 წელს გამოქვეყნდა.[1][2] ესპანურმა გაზეთმა El Mundo-მ ის გასული საუკუნის 100 საუკეთესო ესპანურენოვან ნაწარმოებს შორის გაამწესა.

ნაწარმოებმა საფუძველო ჩაუყარა ე.წ. Tremendismo-ს მოძრაობას (ესპ. Tremendo-დან: „უზარმაზარი“), რომელთა ტექსტებიც, ძირითადად, ფოკუსირებულია პერსონაჟების მოპყრობაზე და გამოირჩევა ძალადობრივი სცენებით. მოთხრობა, ფაქტობრივად, ამ სტილში რიგით პირველ ნაწარმოებს წარმოადგენს, თუმცა, აგრეთვე, შეიცავს რეალიზმისთვის და ეგზისტენციალიზმისთვის დამახასიათებელ ელემენტებსაც: მისი გმირები საზოგადოებისგან გარიყულ მდგომარეობაში ცხოვრობენ და მათი ცხოვრება ტანჯვისა და ტკივილის გუბეშია ჩაძირული. აღნიშნული თემები დამახასითებელია ამ ნაწარმოების მთავარი, ეპონიმური გმირისთვისაც, რომელიც იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ძალადობა მისი პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობას მრავალი მთხრობელი ჰყავს, მთავარი მათგანი მაინც პასკუალე დუარტეა, რომელიც ამბავს საკუთარი სოფლის დიალექტზე ჰყვება.

გმირი წარმოშობით ესტრემადურადანაა, მოთხრობაში აღწერილია 1882-1937 წლების პერიოდი, როდესაც ესპანური სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურები უკიდურესი არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ესპანეთის ისტორიაში აღნიშნული პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე მღელვარე დროის მონაკვეთად მიიჩნევა.

თუმცა თავად ავტორი არასდროს ყოფილა ღრმამორწმუნე, ღვთისმოსავი პიროვნება, ნაწარმოებში მაინც მრავალგან წავაწყდებით რელიგიურ ალუზიებს.

  • The Family of Pascual Duarte, trans. by Anthony Kerrigan [1964], repr. Illinois: Dalkey Archive, 2004
  • Alan Hoyle, Cela: La familia de Pascual Duarte (Critical Guides to Spanish Texts, 60), London: Grant & Cutler, 1994
  1. THE FAMILY OF PASCUAL DUARTE en (1 September 1964). ციტირების თარიღი: 2023-05-31
  2. The Family of Pascual Duarte | novel by Cela | Britannica en. ციტირების თარიღი: 2023-05-31