შინაარსზე გადასვლა

მიგელ დე სერვანტესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიგელ დე სერვანტესი
ესპ. Miguel de Cervantes Saavedra[1]
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1547[2] [3] [4]
დაბადების ადგილი ალკალა-დე-ენარესი[5]
გარდაცვალების თარიღი 22 აპრილი, 1616(1616-04-22)[6] [2] [7] [3] [8] [9] [10] [10] [11] [12] [13] (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი მადრიდი[6]
დასაფლავებულია convent of the Barefoot Trinitarians[14]
საქმიანობა რომანისტი, დრამატურგი[15] , პოეტი, ლირიკოსი, ჯარისკაცი, მწერალი[4] [15] [16] [17] , accountant და tax collector
ენა Early Modern Spanish
ეროვნება ესპანელები
მოქალაქეობა კასტილიისა და ლეონის სამეფო[3]
ალმა-მატერი Estudio de la Villa და სალამანკას უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია, ტრაგედია და comedy
Magnum opus დონ კიხოტი და სანიმუშო რომანები
მეუღლე კატალინა დე სალასარ ი პალასიოსი
პარტნიორ(ებ)ი Ana de Villafranca y Rojas
შვილ(ებ)ი ისაბელ დე საავედრა
ხელმოწერა

მიგელ დე სერვანტეს საავედრა (ესპ. Miguel de Cervantes Saavedra; დ. 29 სექტემბერი, 1547, ალკადა-დე-ენარესი — გ. 22 აპრილი, 1616, მადრიდი) — ესპანელი მწერალი. საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა „მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი“.

მისი ცხოვრების მრავალი დეტალი უცნობი და სადავოა, ხოლო მისი ნამუშევრების უმრავლესობა, რომელიც დღემდე შემოგვრჩა, მის გარდაცვალებამდე სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ამის მიუხედავად, მის გავლენასა და ლიტერატურულ წვლილს ასახავს ის ფაქტი, რომ ესპანური ხშირად მოიხსენიება, როგორც „სერვანტესის ენა“.[18]

სალამანკის უნივერსიტეტში სწავლისას დაწერა პოემა „ფილენა“, რამდენიმე სონეტი და მრავალი რომანსი, რომლებსაც ჩვენს დრომდე არ მოუღწევიათ.

1569 წელს სერვანტესი იძულებული გახდა დაეტოვებინა ესპანეთი და რომის პაპის ელჩს — კარდინალ აკვავივას გაჰყვა რომში და მისი მდივანი გახდა. 1570 წელს ჩაირიცხა ესპანეთის საზღვაო ძალების ქვეითთა პოლკში. 1571 წლის ოქტომბერში მონაწილეობა მიიღო ლეპანტოს ბრძოლაში. თურქებთან შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა და მარცხენა ხელიც დაიზიანა. ლეპანტოს ომის შემდეგ ის მონაწილეობს მრავალ ომსა და შეტაკებაში, ხოლო 1575 წლის 20 სექტემბერს ალჟირელმა მეკობრეებმა დაატყვევეს და ხუთი წელი მონობაში გაატარა.

მისი პირველი მნიშვნელოვანი რომანი, სახელწოდებით გალატეა, 1585 წელს გამოიცა. დონ კიხოტის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1605 წელს, მეორე ნაწილი 1615 წელს.

სერვანტესის მონუმენტი მადრიდში

მიუხედავად მისი შემდგომი პოპულარობისა, სერვანტესის ცხოვრების დიდი ნაწილი უცნობია, მათ შორის მისი სახელი, წარმომავლობა და გარეგნობა. იგი ხელს აწერდა როგორც სერბანტესი, თუმცა მისმა გამომცემლებმა გამოიყენეს სახელი სერვანტესი, რომელიც დამკვიდრდა საზოგადოებაში. მოგვიანებით, სერვანტესმა გამოიყენა შორეული ნათესავის გვარი საავედრა, ნაცვლად დედის გვარის კორტინასისა.[19] მაგრამ ისტორიკოსი ლუსე ლოპეს-ბარალტი ამტკიცებს, რომ ეს სიტყვა „შაიბედრაა“(shaibedraa), რომელიც არაბული დიალექტის სახეცვლილი ფორმაა და ნიშნავს ცალხელას, მისი მეტსახელი ტყვეობის დროს.[20]

მიგელ დე სერვანტესის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1547 წლის 29 სექტემბერი, ალკალა-დე-ენარესში. ის იყო ღარიბი ქირურგის როდრიგო დე სერვანტესისა და მისი მეუღლის, ლეონორ დე კორტინასის მეორე ვაჟი.[21] როდრიგო წარმოშობით იყო კორდობიდან, ანდალუსიიდან, სადაც მამამისი ხუან დე სერვანტესი ებრაული წარმოშობის გავლენიანი ადვოკატი იყო[21][22] რაც შეეხება დედის მხრიდან მის მემკვიდრეობას, ის კვლავ კამათის საგანია, თუმცა ზოგიერთი ავტორი მის ებრაულ წარმომავლობაზე მიუთითებს.

1547 წლიდან 1566 წლამდე; ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწირია ცნობები სერვანტესის ბავშვობის პერიოდის შესახებ. იგი იზრდებოდა ძალიან გაჭირვებულ ოჯახში. მიგელის გარდა მის მშობლებს ჰყავდათ კიდევ ორი ქალიშვილი — ანდრეა და ლუიზა, და ვაჟიშვილი — როდრიგო. მიგელს ძალიან უყვარდა ქუჩის მომღერლების მოსმენა, მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენების ცქერა, აგროვებდა ნაბეჭდ ქაღალდთა ფარატინებს, გაფაციცებით და ხარბად კითხულობდა ყოველ ნაჯღაბნ სტრიქონს. ფიქრობენ, რომ მიგელმა პირველდაწყებითი განათლება თავის მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდგომ შევიდა სალამანკის უნივერსიტეტში. სალამანკაში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც სავარაუდოდ იდგა სახლი, სადაც გაატარა მიგელმა სტუდენტობის წლები.

1560–1568 წლებში სერვანტესის ოჯახი მადრიდში ცხოვრობდა. უფროსი ვაჟი როდრიგო უკვე ფლანდრიაში ანუ მეფის ჯარში მსახურობდა.

1566-დან 1580 წლამდე; სამხედრო სამსახური და ტყვეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1568 წელს სერვანტესი გამოჩენილი ჰუმანისტის ხუან ლოპეს დე ოიოსის მოსწავლეა. ოიოსი სალამანკის უნივერსიტეტიდან სასახლეში მიიწვიეს და მან მიგელიც თან წაიყვანა.

XIX საუკუნეში, მისმა ბიოგრაფმა 1569 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული მიგელ დე სერვანტესის დაპატიმრების ორდერი აღმოაჩინა, რომლის მიხედვითაც სერვანტესს ბრალი წაუყენეს ანტონიო დე სიგურას დუელში დაჭრისთვის.[21] მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ეს საკითხი სადავო იყო, ძირითადად იმის გამო, რომ ასეთი ქცევა უღირსად მიიჩნეოდა, ახლა ეს ფაქტი ითვლება სერვანტესის მადრიდიდან წასვლის ყველაზე სავარაუდო მიზეზად.[23]

1569 წლიდან სერვანტესი ესპანურ სამართალს რომში გაექცა, სადაც კარდინალ ჯულიო აკვავიტას კამერდინერად მუშაობდა, იტალიელი ეპისკოპოსი, რომელმაც 1568–1569 წლები გაატარა მადრიდში და 1570 წელს დაინიშნა კარდინალად.[21] როდესაც ოსმალეთ-ვენეციის ომი (1570-1573) დაიწყო, ესპანეთმა შექმნა წმინდა ლიგის ნაწილი, კოალიცია, რომელიც შეიქმნა ვენეციის რესპუბლიკის მხარდასაჭერად. შესაძლოა, სერვანტესმა ნეაპოლში წასვლაში დაინახა მისი დაპატიმრების ორდერის გაუქმების შესაძლებლობა.

მიგელ[მკვდარი ბმული] დე სერვანტესის ქანდაკება ლეპანტოში

1571 წელს სერვანტესი შეუერთდა ნეაპოლში სტაციონირებულ ესპანურ სამხედრო ნაწილს, რომელთან ერთადაც იმავე წელს ლეპანტოს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ნეაპოლში სამხედრო მეთაური იყო ალვარო დე სანდე, ოჯახის მეგობარი, რომელმაც სერვანტესი გაანაწილა მარკიზ დე სანტა კრუსთან. მას ნეაპოლში შეუერთდა მისი უმცროსი ძმა როდრიგო.[21] 1571 წლის სექტემბერში სერვანტესი აღმოჩნდა მარკესას ბორტზე, წმინდა ლიგის ფლოტის შემადგენლობაში, ხუან ავსტრიელის მეთაურობით, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის უკანონო ძმა; 7 ოქტომბერს მათ დაამარცხეს ოსმალეთის ფლოტი ლეპანტოს ბრძოლაში.[24]

მხატვრის[მკვდარი ბმული] წარმოსახვით შესრულებული ნახატი — სერვანტესი ლეპანტოს ბრძოლაში

მისივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მალარიით იყო დაავადებული, სერვანტესს დაევალა 12 კაციანი პატარა ნავები გამოეყენებინათ მტრის გალერებზე თავდასხმისათვის. მარკესას შემადგენლობამ ამ შეტაკებისას დაკარგა 40 ადამიანი, ხოლო 120 დაიჭრა, მათ შორის სერვანტესიც, რომელმაც მიიღო სამი სხვადასხვა ჭრილობა, ორი გულმკერდის არეში და ერთი, რის გამოც მისი მარცხენა მკლავი უსარგებლო აღმოჩნდა. ნაწარმოებში მოგზაურობა პარნასისკენ, რომელიც მის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე გამოიცა, სერვანტესი აღნიშნავს — „მარცხენა ხელის დაკარგვით მარჯვენა ხელი უფრო ვასახელე“.[25]

გამოჯანმრთელების შემდეგ ახალგაზრდა მწერალი 4 წლის განმავლობაში მსახურობდა ესპანურ ჯარში; მონაწილეობდა კორფუსა და ნავარინოს ექსპედიციებში.

1575 წ. 7 სექტემბერს სამშობლოში მიმავალი სერვანტესი, ძმასთან ერთად, ალჟირელმა მეკობრეებმა შეიპყრეს და 5 წლის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. მისი ძმა როდრიგო 1577 წელს გამოისყიდა ოჯახმა. თურქმა ისტორიკოსმა რასიჰ ნური ილერმა იპოვა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც სერვანტესი მუშაობდა კილიჩ ალი ფაშას კომპლექსის მშენებლობაზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ მან ტყვეობის ნაწილი გაატარა სტამბოლში.[26][27][28]

ტყვეობაში გატარებული თითქმის ხუთი წლისა და გაქცევის ოთხი მცდელობის შემდეგ, 1580 წელს ოჯახმა დიდი გაჭირვებით შეძლო გამოსასყიდის შეგროვება და სერვანტესი წმ. სამების ორდენის დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა.

1580-დან 1616 წლამდე; მოგვიანებითი ცხოვრება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სერვანტესის[მკვდარი ბმული] ქანდაკება, ესპანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

სანამ სერვანტესი ტყვეობაში იმყოფებოდა, ხუან ავსტრიელიც და სესას ჰერცოგიც გარდაიცვალა, რითაც მან ორი პოტენციური მფარველი დაკარგა, ხოლო ესპანეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში იყო. ამან გაართულა სამსახურის მოძებნა; 1584 წლამდე მისი გადაადგილების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.[21]

ამავე წლის აპრილში, სერვანტესი ეწვია ესკივიას რათა დახმარებოდა მისი გარდაცვლილი მეგობრის და პოეტის პედრო ლაინესის ოჯახს. აქ იგი შეხვდა კატალინა დე სალასარ პალასიოსს (დაახლ. 1566?–1626), დაქვრივებული კატალინა დე პალასიოსის უფროსი ქალიშვილი; მეუღლისგან, გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ვალები დარჩა, თუმცა უფროსი კატალინა თავად ფლობდა მიწის ნაკვეთს. შესაძლოა ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 1584 წლის დეკემბერში სერვანტესი დაქორწინდა კატალინას ქალიშვილზე, რომლის ასაკიც დაახლოებით 15-დან 18 წლამდე იყო.[21] სახელი სერვანტეს სავედრა პირველად გამოყენებულა 1586 წელს, მის ქორწინებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე.[19]

ცოტა ხნით ადრე, ნოემბერში დაიბადა მისი უკანონო ქალიშვილი ისაბელი. დედამისი ანა ფრანკა მადრიდში მდებარე სასტუმროს კონსიერჟის ცოლი იყო. სერვანტესმა აღიარა მამობა.[21] როდესაც 1598 წელს ანა ფრანკა გარდაიცვალა, მან სთხოვა თავის დას, მაგდალენას ისაბელზე ზრუნვა.[21]

სერვანტესი[მკვდარი ბმული] დაკრძალეს მადრიდში ფეხშიშველი ტრინიტარიანელების მონასტერში.

1587 წელს სერვანტესი დაინიშნა მთავრობის შემსყიდველ აგენტად, ხოლო 1592 წელს დაიწყო მუშაობა გადასახადების ამკრეფად. იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს დარღვევების გამო, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. მისი რამდენიმე განაცხადი თანამდებობებზე ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფოში არ დააკმაყოფილეს, თუმცა თანამედროვე კრიტიკოსების აზრით, მის ნამუშევრებში კოლონიების აღწერები შეინიშნება.[25]

1596–1600 წლებში იგი ძირითადად სევილიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი 1606 წელს დაბრუნდა მადრიდში, სადაც დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.[29] სერვანტესის გარდაცვალების თარიღად მიჩნეულია 1616 წლის 22 აპრილი.

მისი ანდერძის თანახმად, სერვანტესი დაკრძალეს ფეხშიშველი ტრინიტარიანელების მონასტერში, მადრიდის ცენტრში.[30] მისი ნეშტი დაიკარგა,1673 წელს მონასტერში აღდგენითი სამუშაოების გამო გადასვენებისას, ხოლო 2014 წელს ისტორიკოსმა ფერნანდო დე პრადომ დაიწყო მათი ხელახალი აღმოჩენის პროექტი.[31]

2015 წლის იანვარში ანთროპოლოგმა ფრანსისკო ეტსებერიამ განაცხადა, რომ აღმოაჩინეს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია ძვლის ფრაგმენტები და ყუთზე დატანილია ასოები „M.C.“.[32] ლეპანტოში მიღებულ დაზიანებებზე დაყრდნობით, 2015 წლის 17 მარტს დაადასტურეს, რომ ნეშტი სერვანტესს ეკუთვნოდა.[33] 2015 წლის ივნისში ხელახლა დაკრძალეს ოფიციალური ცერემონიით.[34]

ლიტერატურული კარიერა და მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
[მკვდარი ბმული]გუსტავ დორეს ილუსტრაცია დონ კიხოტიდან, ქარის წისქვილებთან ბრძოლის სცენა

ვარაუდობენ, რომ სერვანტესმა დაწერა 20-ზე მეტი პიესა, რომელთაგან მხოლოდ ორი გადარჩა, ალჟირის ზნე-ჩვეულებები, რომელიც ეყრდნობა ტყვეობაში ყოფნისას მის გამოცდილებას და ნუმანსიის დანგრევა. 1585 წელს მან გამოაქვეყნა გალატეა, პასტორალური რომანი, რომელმაც თანამედროვეთა დიდი ყურადღება ვერ მიიპყრო.[21]

1605 წლისთვის, გალატეასა და ზოგიერთი ლექსის გარდა, სერვანტესს 20 წლის განმავლობაში არაფერი გამოუქვეყნებია. დონ კიხოტში მან ეჭვქვეშ დააყენა ლიტერატურის ფორმა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში საზოგადოების ფავორიტი იყო და აშკარა აღნიშვნით, რომ სარაინდო რომანების მიზანი იყო „ამაო და ცარიელი“ მისი პრესტიჟი შელახა.[29] მის მიერ რეალური ცხოვრების წარმოჩენა და ყოველდღიური მეტყველების ფორმის გამოყენება ლიტერატურულ ჭრილში ინოვაციურად მიიჩნიეს და მყისიერად მოიპოვა პოპულარობა. დონ კიხოტი პირველად 1605 წლის იანვარში გამოქვეყნდა.[21]

გუსტავ[მკვდარი ბმული] დორეს მიერ შესრულებული ილუსტრაცია დონ კიხოტიდან

1614 წელს გამოქვეყნდა დონ კიხოტის გაგრძელების არაავტორიზებული ვერსია ალონსო ფერნანდეს აველანედას სახელით.

1615 წელს სერვანტესმა გამოაქვეყნა დონ კიხოტის მეორე ნაწილი.[21]

დონ კიხოტის თითოეული ნაწილი სხვადასხვა საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მათ აერთიანებს რეალიზმი; პირველი უფრო კომიკური იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.[35] მეორე ნაწილი ხშირად განიხილება, როგორც უფრო დახვეწილი და რთული, დახასიათების სიღრმით და ფილოსოფიური გამჭრიახობით.[36]

სერვანტესს,1613 წლიდან მის გარდაცვალებამდე 1616 წლამდე, არ შეუწყვიტავს მუშაობა. ეს ნაშრომები გააერთიანა ერთ კრებულში და უწოდა სამოძღვრებო ნოველები, რომლის სტილიც პიკარესკული რომანისას ემსგავსება. ამას მოჰყვა მოგზაურობა პარნასისაკენ და პერსილესისა და სიგიზმუნდას ყარიბობა, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა და გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ, 1617 წლის იანვარში.

ზიგმუნდ ფროიდი ირწმუნებოდა, რომ მან ისწავლა ესპანური სერვანტესის ორიგინალში წასაკითხად; იგი განსაკუთრებით აღფრთოვანებული დარჩა ნოველით ძაღლების საუბარი (El coloquio de los perros), სამოძღვრებო ნოველებიდან. ორი ძაღლი, სიპიონი და ბერგანსა, გვიყვებიან თავიანთ ისტორიებს. 1871-დან 1881 წლამდე ფროიდი და მისი ახლო მეგობარი, ედუარდ ზილბერშტაინი, ერთმანეთს წერილებს სწერდნენ სიპიონის და ბერგანსას ფსევდონიმებით.[37]

სერვანტესის[მკვდარი ბმული] გალატეა (1585).

მიგელ დე სერვანტესის ნაშრომებია:[38]

მოგზაურობა[მკვდარი ბმული] პარნასისკენ, თავფურცელი (1614)

სერვანტესის რამდენიმე ლექსი გადარჩა; ზოგი მათგანი წარმოდგენილია გალატეაში.

სონეტები ითვლება მის საუკეთესო ნამუშევრად, კერძოდ კალიოპეს სიმღერა და ეპისტოლე მატეო ვასკესზე. მოგზაურობა პარნასისკენ მიიჩნევა მის ყველაზე ამბიციურ პოეტურ ნაწარმოებად, ალეგორია, რომელიც ძირითადად მოიცავს მისი თანამედროვე პოეტების მიმოხილვებს.

მან გამოაქვეყნა 16 დრამატული ნაწარმოები, მათ შორის რვა სრული პიესა, რომელთაგან მხოლოდ ორი გადარჩა;

  • ალჟირის ზნე-ჩვეულებები; დაფუძნებულია მის საკუთარ გამოცდილებაზე და ეხება ალჟირში ქრისტიანი მონების ცხოვრებას;
  • ნუმანსის დანგრევა, რომელიც ეხება ესპანეთის ძველი ქალაქის ნუმანსიის დაცვას სციპიონ აფრიკელისგან.
  • მარჯვე ესპანელი,[40]
  • ალჟირის საპყრობილეები,[41]
  • სულთნის ცოლი,[42]
  • ეჭვიანობის სავანე,[43]
  • სიყვარულის ლაბირინთი,[44]
  • თავშესაქცევი კომედია,[45]
  • ნეტარი გაიძვერა,[46]
  • პედრო ურდემალასი.[47]

მან ასევე დაწერა 8 მოკლე ინტერმედია:

  • განქორწინებული მსაჯული,[48]
  • ქვრივი გაიძვერა,[49]
  • ალკალდთა არჩევნები დაგანსაში,[50]
  • ფხიზელი დარაჯი,[51]
  • ცრუ ბისკაელი,[52]
  • საკვირველებათა თეატრი,[53]
  • სალამანკის გამოქვაბული,
  • ეჭვიანი მოხუცი.[54]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.cervantesvirtual.com/descargaPdf/d-alberto-rodrguez-de-lista-0/
  2. 2.0 2.1 autori vari Enciclopedia TreccaniIstituto dell'Enciclopedia Italiana, 1929.
  3. 3.0 3.1 3.2 http://web.archive.org/web/20170324033852/http://jeugdliteratuur.org/auteurs/miguel-de-cervantes-saavedra
  4. 4.0 4.1 BeWeB
  5. NNDB — 2002.
  6. 6.0 6.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11851993X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. SNAC — 2010.
  8. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  9. NooSFere — 1999.
  10. 10.0 10.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. GeneaStar
  13. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  14. http://www.bbc.com/news/world-europe-31852032BBC News, 2015.
  15. 15.0 15.1 The Fine Art Archive
  16. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  17. El ingenioso hidalgo Don Quijote de la Mancha
  18. „La lengua de Cervantes“ (PDF) (ესპანური). Ministerio de la Presidencia de España. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 3 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 14 September 2008. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  19. 19.0 19.1 Garcés 2002.
  20. Luce López-Baralt: „Ante el ‘Quijote’ y San Juan de la Cruz siento el vértigo de asomarme a un abismo sin fin“ (Spanish)
  21. 21.00 21.01 21.02 21.03 21.04 21.05 21.06 21.07 21.08 21.09 21.10 21.11 McCrory 2006.
  22. „Desmontando al tatarabuelo judío de Cervantes en Córdoba“
  23. Lokos 2016.
  24. Davis 1999.
  25. 25.0 25.1 Ma 2017.
  26. Eren, Güleren (June 2006), "The Heritage of A Sailor", Beyoğlu (3): 59–64
  27. Bayrak, M. Orhan (1994). Türkiye Tarihi Yerler Kılavuzu. İstanbul: İnkılâp Kitabevi, გვ. 326–327. ISBN 975-10-0705-4. 
  28. Sumner-Boyd, Hilary (1994). Strolling Through Istanbul: A Guide to the City, 6, İstanbul: SEV Matbaacılık, გვ. 450–451. ISBN 975-8176-44-7. 
  29. 29.0 29.1 Close 2008.
  30. Miguel de Cervantes Biography – life, family, children, name, story, death, history, wife, son, book. Notablebiographies.com. ციტირების თარიღი: 3 February 2012
  31. Madrid begins search for bones of Don Quixote author Miguel de Cervantes | Books. ციტირების თარიღი: 18 March 2014
  32. „Casket find could lead to remains of Don Quixote author Miguel de Cervantes | Books“. The Guardian. Agence France-Presse. ციტირების თარიღი: 17 March 2015.
  33. Spain finds Don Quixote writer Cervantes' tomb in Madrid. BBC. ციტირების თარიღი: 17 March 2015
  34. Giles, Ciaran (11 June 2015). „Spain formally buries Cervantes, 400 years later“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 11 June 2015.
  35. Mitsuo & Cullen 2006.
  36. Putnam 1976.
  37. Riley 1994.
  38. (1995) OBRAS COMPLETAS de Miguel de Cervantes. Centro de Estudios Cervantinos. [მკვდარი ბმული]
  39. Comedia Famosa del Gallardo Español es. ციტირების თარიღი: 19 April 2020
  40. Los Baños de Argel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-26. ციტირების თარიღი: 2021-01-10.
  41. La Gran Sultana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2021.
  42. La casa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2021.
  43. El Laberinto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2021.
  44. La Entretenida. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2021.
  45. Ocho comedias y ocho entremeses / El rufian dichoso. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-05. ციტირების თარიღი: 2021-01-10.
  46. Pedro Urdamles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2021.
  47. Entremes: el Juez de los Divorcios N.
  48. El Rufián Viudo Llamado Trampagos.
  49. Daganzo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-18. ციტირების თარიღი: 2021-01-10.
  50. Info. biblioteca.org.ar. ციტირების თარიღი: 10 December 2019
  51. Entremes: Del Vizcaíno Fingido.
  52. Entremes: Del Retablo de las Maravillas.
  53. Entremes: Del Viejo Celoso.