ჩესკე-ბუდეიოვიცე
|
ქალაქი
ჩესკე-ბუდეიოვიცე
České Budějovice
|
ჩესკე-ბუდეიოვიცე (ჩეხ. České Budějovice) — ქალაქი ჩეხეთში, სამხრეთ ბოჰემიის მხარის უდიდესი ქალაქი, პოლიტიკური და კომერციული დედაქალაქი. აქ განთავსებულია ჩესკე-ბუდეიოვიცეს კათოლიკური ეპარქია, სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია. მდებარეობს მდინარე ვლტავის ხეობის ცენტრში, სადაც ის მდინაერე მალშეს ერწყმის.
ქალაქი ბოჰემიის მეფე ოტოკარ II-ის რაინდმა ჰირცომ დააარსა, 1265 წელს კი მუნციიპალური ქარტია მიიღო. შემდეგში იგი სამეფო ქალაქი და მეფის ძალაუფლების დასაყრდენი გახდა სამხრეთ ბოჰემიაში, როზენბურგების ოჯახის ძალაუფლების დასაბალანსებლად.
ჩესკე-ბუდეიოვიცე საქვეყნოდაა ცნობილი ლუდის წარმოებით, რომელსაც აქ XIII საუკუნიდან ხარშავენ. ამ დროისათვის, ქალაქი საღვთო რომის იმპერიის ლუდსახარშის ფუნქციებს ასრულებდა. მთელს მსოფლიოშია ცნობილი აქ წარმოებული ლუდის ბრენდი — ბუდვაიზერი. ლუდის წარმოება დღესაც ქალაქის მრეწველობის მთავარი დარგია.
გალერეა [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Official page (ჩეხური)
- Virtual Tourist tour of České Budějovice
- University of South Bohemia
- Region of České Budějovice
- České Budějovice – tourism, basic facts, hotels