ვაცლავ ჰაველი
| ვაცლავ ჰაველი | ||
| ჩეხეთის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 2 თებერვალი 1993 – 2 თებერვალი 2003 | ||
| პრემიერ-მინისტრი | ვაცლავ კლაუსი იოზეფ ტოშოვსკი მილოშ ზემანი ვლადიმირ შპიდლა |
|
| წინამორბედი | ახალშექმნილი პოსტი | |
| მემკვიდრე | ვაცლავ კლაუსი | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 29 დეკემბერი 1989 – 20 ივლისი 1992 | ||
| პრემიერ-მინისტრი | მარიან კალფა იან სტრასკი |
|
| წინამორბედი | გუსტავ ჰუსაკი | |
| მემკვიდრე | იან სტრასკი (მოვალეობის შემსრულებელი) | |
|
|
||
| დაბადებული | 5 ოქტომბერი, 1936 პრაღა, ჩეხოსლოვაკია |
|
| გარდაცვლილი | 18 დეკემბერი, 2011 პრაღა, ჩეხეთი |
|
| მოქალაქეობა | ჩეხეთი | |
| ეროვნება | ჩეხი | |
| პოლიტიკური პარტია | სახალხო ფორუმი | |
| მეუღლე | ოლგა ჰავლოვა (1964–1996) დაგმარ ჰავლოვა(1997–ამჟამინდელი) |
|
| პროფესია | სცენარისტი | |
| ხელმოწერა | ||
ვაცლავ ჰაველი (დ. 5 ოქტომბერი 1936 – გ. 18 დეკემბერი, 2011) — ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტი და პოლიტიკოსი. ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტი (1989-92) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2003). დაწერილი აქვს ოცზე მეტი პიესა და რამდენიმე თხზულება, რომელიც მრავალ ენაზეა თარგმნილი. ჰაველს მიღებული აქვს ამერიკის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, კანადის ორდენი და კეთილი ნების ელჩის წოდება. ჟურნალ Prospect Magazine მიერ, ჰაველი დასახელებული იქნა მსოფლიოს მთავარი 100 ინტელექტუალთა შორის, მეოთხე ნომრად. ჰაველი არის ცნობილი დოკუმენტის — პრაღის დეკლარაცია ევროპის ნებისა და კომუნიზმის შესახებ, დამფუძნებელი ხელმომწერი.
ჰაველი პრეზიდენტი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად გახდა. ამ თანამდებობაზე ჰაველმა ჯერ ჩეხოსლოვაკია შემეგ კი ჩეხეთი მულტი-პარტიულ დემოკრატიად აქცია. მისი მმართველობის 13 წელიწადში, ქვეყანამ რადიკალური ცვლილება განიცადა. მათ შორის იყო სლოვაკიასთან გამოყოფა, რასაც ჰაველი ეწინააღმდეგებოდა, ნატოს წევრობის მოპოვება და ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება, რომელიც 2004 წელს, ჰაველის თანამდებობიდან წასვლის წლისთავზე, ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ვაცლავ ჰაველი დაიბადა პრაღაში, 1936 წლის 5 ოქტომბერს. იგი იზრდებოდა ცნობილ და მდიდარ ინტელექტუალთა და საქმოსანთა ოჯახში, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო 1920-40 წლებში ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან. ჰაველის მამა ფლობდა პრაღის ყველაზე მაღალ წერტილზე განლაგებულ უბან ბარანდოვს, მისი დედა კი ცნობილი ჟურნალისტისა და ელჩის ქალიშვილი იყო. ასეთი ბურჟუაზიული წარმომავლობის გამო, კომუნისტურმა რეჟიმმა ჰაველს ფორმალური განათლების მიღბა აუკრძალა. 1950-იანი წლების დასაწყისში, ახალგაზრდა ჰაველი ერთ-ერთ ქიმიურ ლაბორატორიაში ოთხი წლით მოეწყო შეგირდად. ამავდროულად იგი სწავლობდა საღამოს კლასებზე და 1954 წელს საშუალო განათლება დაასრულა. პოლიტიკური მიზეზების გამო, ჰაველი არ მიიღეს არცერთ ჰუმანიტარული სწავლების კურსზე რის გამოც მან ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, თუმცა აქ მან მხოლოდ ორი წელი დაჰყო. 1964 წელს, ჰაველმა საკუთარი დედის ნების წინააღმდეგ ცოლად მოიყვანა პროლეტარი ოლგა სპლიჩალოვა.
გარდაიცვალა 2011 წლის 18 დეკემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. იგი ფილტვის კიბოთი იყო ავად და ბოლო წლებში რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა[1].
[რედაქტირება] ადრინდელი თეატრალური კარიერა
მისი ოჯახის ინტელექტუალური ტრადიციის შესაბამისად, ვაცლავ ჰაველმა გადაწყვიტა ჰუმანიტარულ გზას გაჰყოლოდა. 1957-59 წლებში სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ჰაველი მუშაობდა სცენის ასისტენტად თეატრში — Divadlo Na zábradlí (თეატრი ბალუსტრადაზე) და სწავლობდა დრამას პრაღის თეატრალურ აკადემიაში. ჰაველის პირველი სრულ-სიგრძიანი პიესა იყო ბაღის წვეულება (1963). იგი წარმოდგენილი იქნა ბალუსტრადაში გამართულ აბსურდის თეატრის სეზონზე და მან ჰაველს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მალე ჰაველმა დაწერა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა მემორანდუმი და კონცენტრირების უფრო დიდი სირთულე. 1968 წელს, მემორანდუმი დაიდგა ნიუ-იორკის საჯარო თეატრში, რამაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაველის რეპუტაციის დამკვიდრებას ხელი შეუწყო. საჯარო თეატრმა ჰაველის პროდუქციის დადგმა შემდეგი ოცი წლის მანძილზე გააგრძელა, თუმცა ჩეხოსლოვაკიაში ჰაველის პიესები აკრძალული იყო, თვითონ ჰაველი კი ვერ ტოვებდა ქვეყანას იმისათვის, რომ მისი პიესების უცხოური დადგმები თავად ეხილა.
[რედაქტირება] ნამუშევრები
[რედაქტირება] პოეზიის კრებულები
- Čtyři rané básně
- Záchvěvy I & II, 1954
- První úpisy, 1955
- Prostory a časy (poesie), 1956
- Na okraji jara (cyklus básní), 1956
- Anticodes, (Antikódy)
[რედაქტირება] პიესები
- ბაღის წვეულება, 1963
- მემორანდუმი, 1965
- Largo desolato, 1984
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Václav Havel Official website
- Václav Havel archive from The New York Review of Books
- "Havel at Columbia: Bibliography: Human Rights Archive
- Havel Festival
- The Committee for the Defence of the Unjustly Persecuted (VONS) (Website about a history of the VONS)
- Václav Havel at the Literary Encyclopedia
- Notable Names Database
- Václav Havel Official Digital Archive
- Václav Havel Library, Prague
[რედაქტირება] სქოლიო
|
|||||||