ვლტავა
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 430 კმ |
| აუზის ფართობი | 28 090 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | შუმავა |
| კოორდინატები |
/ |
| ჩაედინება | ელბა |
| ქვეყნები | |
| ქალაქები | პრაღა ჩესკე-ბუდეიოვიცე. |
ვლტავა (ჩეხ. Vltava, გერმ. Moldau, პოლ. Wełtawa) — მდინარე ჩეხეთში. მდინარე ელბის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 430 კმ, აუზის ფართობი 28 090 კმ². სათავეს იღებს შუმავის მთებში. მიედინება ბუდეიოვიცეს ვაკეზე, შემდეგ — შუა ჩეხეთის მაღლობზე. გაზაფხულზე იცის წყალდიდობა, ზაფხულში წყალმარჩხია. ჩეხეთის რესპუბლიკის უგრძესი მდინარეა. მასზე 18 ხიდია აგებული, რომელთაგან აღსანიშნავია ისტორიული კარლის ხიდი. ჩეხეთის დედაქალაქი — ქალაქი პრაღა გაშენებულია მდინარე ვლტავის ნაპირზე. 1950-იან წლებში მდინარეზე ააშენეს რამდენიმე კაშხალი. უდიდესია ლიპნოს კაშხალი შუმავაში. სანაოსნოა შესართავიდან ქალაქ შტეხოვიცემდე (84 კმ). ზემო დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. ძველი არხით შეერთებულია მდინარე დიდ მიულთან (დუნაის შენაკადი ავსტრიაში).
ვლტავას ნაპირებზე მდებარეობს ორი ქალაქი: პრაღა და ჩესკე-ბუდეიოვიცე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვლტავა“ ვიკისაწყობში.- ვლტავა – ენციკლოპედია ბრიტანკა (ინგლისური)
- დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)