სამხრეთ ბოჰემიის მხარე
|
მხარე
სამხრეთ ბოჰემიის მხარე
Jihočeský kraj
|
სამხრეთ ბოჰემიის მხარე (ჩეხ. Jihočeský kraj) — ჩეხეთის ადმინისტრაციული ერთეული. ძირითადად მდებარეობს ისტორიული მხარის ბოჰემიის სამხრეთ ნაწილში, მისი მხოლოდ მცირე ნაწილია მოქცეული ასევე ისტორიული მხარის მორავიის სამხრეთ-დასავლეთში. სამხრეთ ბოჰემიის მხარის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს ყოფილი პრაჩენსკო (Prácheňsko), რომლის დედაქალაქიცაა პისეკი.
სამხრეთ ბოჰემიის მხარეს საათის ისრის მიმართულებით ესაზღვრება: პლზენი, ცენტრალური ბოჰემია, ვისოჩინა და სამხრეთი მორავია. სამხრეთით ის ესაზღვრება ავსტრიას და გერმანიას. 2001 წლის 30 მაისამდე რეგიონს მისი დედაქალაქის — ჩესკე-ბუდეიოვიცეს შესაბამისად „ჩესკე-ბუდეიოვიცეს მხარე“ ეწოდებოდა ბუდეჯოვიცის მხარე Českobudějovický kraj.
გეოგრაფია [რედაქტირება]
მხარის ყველაზე მაღალი მთაა პლეხი (1,378 მ), რომელიც ბოჰემიის ტყეში მდებარეობს, ხოლო ზღვის დონიდან (350 მ.) ყველაზე დაბალი წერტილი ორლიკის კაშხალია.
სამხრეთ ბოჰემიის მხარე ცნობილია უამრავი ტბორებით. მათ შორის უდიდესია როჟმბერკის ტბორი, რომლის ფართობიც შეადგენს 489 ჰექტარს.
შუმავას ეროვნული პარკის უდიდესი ნაწილი მოქცეულია სამხრეთ ბოჰემიის მხარეში. ბოჰემიის ტყე პოპულარული ადგილია ფეხით მოგზაურობის მოყვარულთათვის.
მდინარეები [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ჩეხური) ოფიციალური გვერდი
- (ინგლისური) (ჩეხური) ტურისტული ინფორმაცია
- (ინგლისური) ბოჰემიის ტყე
- (ჩეხური) რეგიონის სტატისტიკა
- (ინგლისური) სოფლის ბაროკო
|
|||||||