სუდეტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუდეტები
Śnieżka z zachodu.jpg
სუდეტები
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
გერმანიის დროშა გერმანია
გეოგრაფია
სიგრძე 310 კმ
სიგანე 30-50 კმ
უმაღლესი წერტილი სნეჟკა
სიმაღლე 1602 

სუდეტები (პოლ. Sudety; ჩეხ. Krkonošsko-jesenická subprovincie; გერმ. Sudeten) — მთები დასავლეთ ევროპაში. ვრცელდება პოლონეთის, ჩეხეთისა და გერმანიის ტერიტორიებზე. გადაჭიმულია ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 310 კმ-ზე. შედგება ცალკეული ქედებისა და მასივებისაგან, რომლებიც დაყოფილია გასწვრივი ტექტონიკური დადაბლებებით. წარმოადგენს ჩეხეთის მასივის ამაღლებულ კიდეს. მაქსიმალური სიმაღლე 1602 მ (მთა სნეჟკა). მეტწილად აგებულია გრანიტებით, გნაისებით, პალეოზოური თიხაფიქლებით და ვულკანური ქანებით, ცარცული ქვიშაქვებითა და მერგელებით. მწვერვალები მოსწორებულია, კალთები — ციცაბო. თხემურ ნაწილში განვითარებულია ძველმყინვარული რელიეფი. სუდეტებზე სათავე აქვს მდინარეებს: ელბას, ოდერს, მორავას. ჰავა ზომიერია. ნალექები 700-1400 მმ წელიწადში. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია მუხნარ-წიფლნარით, ზევით ნაძვნარ-ფიჭვნარია, 1200-1300 მ-ზე მაღლა — ბუჩქნარი, მდელო და ტორფნარი. კრკონოშეს მთებშია კრკონოშეს ეროვნული პარკი. არის კურორტები. ტურიზმისა და სათხილამური სპორტის რაიონია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]