თეთრი მთის ბრძოლა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
თეთრი მთის ბრძოლა — ოცდაათწლიანი ომის (1618-1648 წწ.) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა პრაღის დასავლეთით, თეთრ მთაზე, გაიმართა 1620 წლის 8 ნოემბერს ჩეხიის ჯარებსა (პროტესტანტული უნია) და საიმპერატორო არმიას (კათოლიკური ლიგა) შორის. ჩეხიის ჯარებს თავდაცვითი პოზიციები ეკავათ თეთრ მთაზე. მათ შეუტიეს საიმპერიო (იოჰან ტილი) და ბავარიის (მაქსიმილიან ბავარიელი) ჯარებმა, რომლებსაც კარლ ბიუკუა სარდლობდა. გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ჩეხები დამარცხდნენ. ფეოდალურ-კათოლიკური რეაქცია სასტიკად გაუსწორდა ჩეხიის ეროვნულ აჯანყებას. ჩეხიამ დაკარგა დამოუკიდებლობა და 300 წლით ავსტრიის ჰაბსბურგებს დამორჩილდა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 639, თბ., 1979 წელი.