ოსტრავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონინ დვორჟაკის თეატრი

ოსტრავა (ჩეხ. Ostrava), მორავსკა ოსტრავა, ქალაქი ჩეხეთში, მდინარე ოდერის ნაპირზე. ჩრდილოეთ მორავიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 322 ათასი მცხოვრები (1981). დიდი სატრანსპორტო კვანძი. ოსტრავა-კარვინის ქვანახშირის აუზის ბაზაზე განვითარებული ქვანახშირ-მეტალურგიული რაიონის ცენტრი. ოსტრავაში და მის მახლობლად განლაგებულია კ. გოტვალდის სახელობის ვიტკოვიცესა და კუნჩიცეს მეტალურგიული კომბინატები. ოსტრავაში თავმოყრილია ქვანახშირის მრეწველობა, კოქსის წარმოება, კოქსიქიმიური და ქიმიური მრეწველობა, მძიმე მანქანათმშენებლობა, მანქანათმშენებლობა და სამთო სამრეწველო უმაღლესი სასწავლებლები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი VII, გვ. 598, სტატია „ოსტრავა“, 1984.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: