ბედრჟიხ სმეტანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბედრჟიხ სმეტანა
Smetana signature.jpg

ბედრჟიხ სმეტანა (ჩეხ. Bedřich Smetana; დ. 2 მარტი, 1824, ლიტომიშლი — გ. 12 მაისი 1884, პრაღა) — ჩეხი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია და შემოქმედება[რედაქტირება]

სწავლობდა პრაღაში. 1847 წლიდან გამოდიოდა როგორც პიანისტი. 1847—1856 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ მუსიკალურ სკოლას პრაღაში. 1856—1861 წლებში ცხოვრობდა გეტებორგში, გამოდიოდა როგორც სიმფონიური დირიჟორი და პიანისტი. ამ წლებში შექმნა „6 სახასიათო პიესა“ და „მოგონებები ჩეხეთის პოლკის ფორმით“ (ფორტეპიანოსთვის); სიმფონიური პოემები „რიჩარდ III“ (შექსპირის მიხედვით), „ვალენშტაინის ბანაკი“ (შილერის მიხედვით) და „იარლ ჰაკონი“. 1862 წელს მოღვაწეობდა პრაღაში, როგორც სიმფონიური და საგუნდო დირიჟორი, პიანისტი, წერდა მუსიკალურ-კრიტიკულ წერილებს, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1863 წლიდან ხელმძღვანელობდა მამაკაცთა გუნდს „გლაგოლ პრაჟსკის“ და არტისტული კლუბის „უმელეცკა ბესედას“ მუსიკალურ სექციას. 1866—1874 წლებში იყო „დროებითი თეატრის“ საოპერო დირიჟორი. დაწერილი აქვს 9 ოპერა. მას ეკუთვნის „ბრანდენბურგელები ჩეხეთში“, კომიკური ოპერა „გაყიდული საატარძლო“, ოპერა-ტრაგედია „დალიბორი“

სმენის დაკარგვის გამო ბედრჟიხ სმეტანამ თავი დაანება სადირიჟორო მოღვაწეობას. ამ პერიოდში შექმნა თავისი საუკეთესო საორკესტრო ქმნილებები: პროგრამული სიმფონიური პოემების ციკლი „ჩემი სამშობლო“, ოპერები — „საიდუმლო“, „ეშმაკის კედელი“, „ვიოლა“ და სხვა. მისი შემოქმედაბა გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფობითა და მაღალი ოსტატობით. მან განსაზღვრა ჩეხური მუსიკი შემდგომი გზები. სმეტანას სახელს ატარებს პრაღის საკონცერტო დარბაზი. პრაღაშივე არსებობს ბერჟიხ სმეტანას მუზეუმი, რომელსაც ფილიალები აქვს ლიტომიშლსა და იაბკენიცეში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 9, გვ. 441, თბ., 1985