ჩეხეთის შვეიცარია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჩეხეთის შვეიცარიის ეროვნული პარკი
České Švýcarsko National Park |
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
|
|
| მდებარეობა | |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 79 კმ² |
| დაარსდა | 2000 |
ჩეხეთის შვეიცარია (ჩეხ. České Švýcarsko), ასევე ცნობილი როგორც ბოჰემიის შვეიცარია — პეიზაჟური რეგიონი ჩრდილო-დასავლეთ ჩეხეთში. მდებარეობს ელბის ქვიშაქვის მთებზე, ჩეხეთის მხარეს, ქალაქ დეჩინის ჩრდილოეთით, მდინარე ელბის ორივე ნაპირზე. აღმოსავლეთით იშლება ლუჟუჩკის მთებში და დასავლეთით ორეს მთებში. უმღლესი წერტილია მთა დეჩინსკი-სნეჟნიკი ზღვის დონიდან 726 მეტრზე. 1972 წლიდან გააჩნია დაცული არეალის სტატუსი.
2000 წლის 1 იანვარს, ელბის მარჯვენა მხარეს მდებარე რეგიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა და ჩეხეთის შვეიცარიის ეროვნული პარკი ეწოდა. პარკი გერმანიის ტერიტორიაზე მდებარე საქსონიის შვეიცარიის ეროვნული პარკის გაგრძელებას წარმოადგენს.