კარელ ჩაპეკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარელ ჩაპეკი
დაბ. თარიღი 9 იანვარი, 1890
დაბ. ადგილი ავსტრია-უნგრეთის დროშა მალე-სვატონიოვიცე, ავსტრია-უნგრეთი
გარდ. თარიღი 25 დეკემბერი, 1938
გარდ. ადგილი ჩეხოსლოვაკიის დროშა პრაღა, ჩეხოსლოვაკია
საქმიანობა მწერალი (პროზაიკოსი)
ეროვნება ჩეხი
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა, დრამატურგია, სატირა

ხელმოწერა
კარელ ჩაპეკი
ჩაპეკის მონუმენტი, თავისუფლების მოედანი, პრაღა

კარელ ჩაპეკი (Karel Čapek), (9 იანვარი, 1890, მალე-სვატონიოვიცე ― † 25 დეკემბერი, 1938, პრაღა), XX საუკუნის ჩეხი მწერალი. მისი გამოგონილია სიტყვა "რობოტი", რომელიც პირველად გაჩნდა მის ნაწარმოებში R. U. R. (Rossum's Universal Robots). მეორე ნაწარმოებში, სალამანდრების ომი, ჩაპეკი შავი იუმორით ხატავს თავისი დროის გეოპოლიტიკას და მასხრად იგდებს ნაციონალ-სოციალიზმს. ამის გამო ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიის დაკავების პირველივე დღეებში გესტაპოს დაავალა ჩაპეკის დაპატიმრება, მაგრამ ამ პერიოდისთვის მწერალი უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო, ამიტომ მის ძმას, ჟოზეფს მოუწია საკონცენტრაციო ბანაკში სიცოცხლის დასრულება.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჩაპეკი დაიბადა მალე-სვატონიოვიცში, ბოჰემიაში. საშუალო განათლებს მიიღო ქალაქ ჰრადეკ კრალოვეში, შემდეგ კი ბრნოში, სადაც ანტიავსტიულ წრეში გაერთიანდა. შემდეგში სწავლას აგრძელებს პრაღაში შარლის უნივერსიტეტში, ბერლინში ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტში და ბოლოს პარიზში სორბონში. 1915 წელს დაიცვა დისერტაცია.

პირველი მსოფლიო ომის დროს იგი დემობილიზირებულია ჯარიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა ომი მაინც დიდი გავლენას ახდენს მასზე და მის შემოქმედებაზე. 1917 წელს იგი არის გრაფ ლაზანსკის ვაჟის აღმზრდელი, შემდეგ კი ჟურნალისტად მუშაობს სხვადასხვა გაზეთებში.

1925 - 1933 წლებში ჩაპეკი ჩეხოსლოვაკიის პენ კლუბის პრეზიდენტია.

1935 წლის 16 აგვისტოს ცოლად მოჰყავს მსასხიობი ოლგა შეინპფლუგოვა, რომელსაც 1920 წლიდან იცნობს.

1939 წელს ნაცისტების მიერ სუდეტების ანექსიას მწერალი ძალიან განიცდის. მისი ჯანმრთელობა უარესდება და იმავე წლის 25 დეკემბერს პნევმონიით გარდაიცვლება პრაღაში. ჩაპეკის გვარი გესტაპოს დასაპატიმრებელი პიროვნებების სიაში მესამეა, მართალია ამისგან მწერალს ნაადრევი სიკვდილი იხსნის, მაგრამ მის მაგივრად ტრაგიკული ბედი მისავე ძმას ერგება წილად .

1924 წელს ჩაპეკმა გამოაქვეყნა სტატია რატომ არ ვარ კომუნისტი, სადაც ანტი-ტოტალიტარული შეხედულებები ჩამოაყალიბა, რის გამოც კომუნისტური რეჟიმი მას არ სწყალობდა.

შემოქმედება[რედაქტირება]

კარელ ჩაპეკი იუმორით წერს ძალიან ბევრ თემაზე. მისი შემოქმედება ცნობილია არა მხოლოდ რეალობის ზუსტი აღწერით, არამედ ჩეხური ენის შესახებ კვლევებით. ლიტერატურის ისტორიაში ჩაპეკმა განავითარა სამეცნიერო ფანტასტიკა გაცილებით ადრე, ვიდრე ეს უკანასკნელი ცალკე ჟანრად ჩამოყალიბდებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]