მილოშ ზემანი
| მილოშ ზემანი | ||
| ჩეხეთის მე-3 პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 8 მარტი, 2013 | |
| წინამორბედი | ვაცლავ კლაუსი | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 17 ივლისი, 1998 – 15 ივლისი, 2002 | ||
| პრეზიდენტი | ვაცლავ ჰაველი | |
| წინამორბედი | იოზეფ ტოშოვსკი | |
| მემკვიდრე | ვლადიმირ შპიდლა | |
|
ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 27 ივნისი, 1996 – 7 აპრილი, 2001 | ||
| წინამორბედი | მილან უჰდე | |
| მემკვიდრე | ვაცლავ კლაუსი | |
|
|
||
| დაბადებული | 28 სექტემბერი, 1944 კოლინი, ჩეხოსლოვაკია |
|
| პოლიტიკური პარტია | ჩკპ (1968-1970) სამოქალაქო ფორუმი (1989-1990) ჩსდპ (1992-2007) |
|
მილოშ ზემანი (ჩეხ. Miloš Zeman; დ. 28 სექტემბერი 1944, კოლინი, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ჩეხეთის მესამე პრეზიდენტი, ამასთანავე პირველი პრეზიდენტი, რომელიც აირჩიეს საერთო-სახალხო არჩევნების გზით. გაიმარჯვა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თანამდებობა დაიკავა 2013 წლის 8 მარტს.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
1968 წლამდე, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის შეჭრამდე, იყო კომუნისტური პარტიის წევრი. 1969 წელს დაამთავრა პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტი. 1990-1992 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი. 1996-1998 წლებში ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე იყო, ხოლო 1998-2002 წლებში კი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი.
2013 წელს ჩეხეთის პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55%-ით დაამარცხა ოპონენტი, კარელ შვარცენბერგი.
პოლიტიკა [რედაქტირება]
ზემანი მემრაცხენე ორიენტაციისაა. მხარს უჭერს ჩეხეთის მეტად ინტეგრაციას ევროკავშირში განსხვავებით წინა პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსისგან, რომელიც ცნობილი ევროსკეპტიკოსი იყო.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||