კუტნა-ჰორა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კუტნა-ჰორა
Kutná Hora
Kutná Hora - pohled od Svaté Barbory.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
კოორდ. 49°57′00″ ჩ. გ. 15°16′00″ ა. გ. / 
ფართობი 33.05 კმ²
ცენტრის სიმაღლე 254
მოსახლეობა 21,142 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 640 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 284 01
ოფიციალური ვებ-გვერდი ბმული

კუტნა-ჰორა მდებარეობა ჩეხეთის რესპუბლიკა

Red pog.svg

კუტნა-ჰორა (ჩეხ. Kutná Hora; გერმ. Kuttenberg) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ცენტრალური ბოჰემიის რეგიონში.

ქალაქის ისტორია 1142 წლიდან იწყება, როდესაც აქ ცისტერიანელთა მონასტრის დასახლებები გამოჩნდა. 1260 წელს, მიმდებარე მთიან რეგიონში, რომელიც მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა, დაიწყო ვერცხლის მოპოვებითი სამუშაოები. არეალს კუტენბერგს უწოდებდნენ. XIII საუკუნეში, მაღაროების წყალობით მონასტერი დიდად დაწინაურდა, რაც ეკონომიკური ბუმის პროცესში ვერცხლის უდიდესი მნიშვნელობით იყო გამოწვეული.

აღმოჩენილი ყველაზე ადრეული ვერცხლის ნაკვალევები X საუკუნით თარიღდება, როცა ბოჰემია უკვე ჩართული იყო დიდი მანძილის სავაჭრო გზებში. ქალაქის თანამედროვე ნაწილში აღმოაჩინეს 982-995 წლების ვერცხლის დინარები.

XIII - XVI საუკუნეებში, კუტნა-ჰორა პრაღას ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის სფეროებში ეჯიბრებოდა. 1995 წლიდან, ქალაქის ცენტრალური ნაწილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 732
რუს.ინგლ.ფრ.