დიდი მორავია
|
დიდი მორავია |
||||
|
||||
|---|---|---|---|---|
| დედაქალაქი | 1- მიკულჩიცი (ჩეხ. Mikulčice), 2- ველიგრადი, 3-ნიტრა | |||
| ენა | ძველი სლავური ენა, ლათინური ენა | |||
| მართველობის ფორმა | კონსტიტუციური მონარქია | |||
დიდი მორავია — სლავური სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 822—907 წლებში შუა დუნაის დაბლობზე. თავისი სიძლიერის უმაღლეს წერტილში მის შემადგენლობაში თანამედროვე უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის და ისტორიული ოლქის სილეზიის ნაწილს მოიცავდა.[1]. დიდი მორავია ითვლება პირველ სლავურ სახელმწიფოდ, რომელმაც მოახდინა უდიდესი გავლენა საერთო სლავური რეგიონის კულტურულ განვითარებაზე: აქ იქნა შექმნილი პირველი სლავური დამწერლობა და შესაძლოა საეკლესიო-სლავური ენა.[2]
სექციების სია |
მორავიის ქალაქები [რედაქტირება]
სახელმწიფოს დედაქალაქად, მკვლევარების ერთი ნაწილი თვლის ქალაქ მიკულჩიცის (ჩეხ. Mikulčice) [3]. მეორე ნაწილი თვლის ნიტრას[4]. მესამენი თვლიან — ველიგრადს[5]
ისტორია [რედაქტირება]
822 წელს მორავიის ელჩები ეწვივნენ იმპერატორის კარს მაინის ფრანკფურტში[6]. 833 წელს მთავარმა მოიმირ I-მა თავის სახელმწიფოს შემოუერთა ნიტრას სამთავრო, ხოლო 846 — მისი ხელისუფლება ვრცელდებოდა ჩეხეთის ტერიტორიაზე. 855 წელს მორავიამ მოიგერია ლუდვიგ II გერმანელის ზეწოლა. 862 წ. მორავიის მთავარმა როსტისლავმა გააგზავნა ელჩობა ბიზანტიაში ქრისტიანობის სლავურ ენაზე საქადაგებლად. შემდეგ წელს დიდ მორავიაში ჩადის კონსტანტინე (ბერობაში - კირილე) და მეთოდე ისინი სამი წლით სახლდებიან დედაქალაქ ველეგრადში, რის შემდეგ მიემგზავრებიან რომში, ბლატნოგრადისა და ვენეციის ჩასვლის შემდეგ, 867 წელს რომში ისინი შეხვდნენ რომის პაპს, სადაც კირილმა წარმატებით დაიცვა ყველა ერის უფლება განეხორციელებინათ ქრისტიანული სარწმუნოებრივი კავშირები საკუთარ მშობლიურ ენებზე. მეთოდე ხდება ეპისკოპოსი, ხოლო კონსტანტინე მძიმედ დაავადდა, ბერად აღიკვეცა, და მიიღო კირილეს სახელი. ის გარდაიცვალა 14 თებერვალს. 870 წ. მეთოდე ბრუნდება მორავიაში, მაგრამ იქ არ ჩერდება, რადგანაც იქ ხელისუფალი შეიცვალა. 874 წ. დიდი მორავიის მთავრების ხელისუფლება ვრცელდება უნგრეთზე და შემოიერთა იქ არსებული ბლატენის სამთავრო[7].
სვიატოპოლკის სიკვდილის შემდეგ დიდი მორავია გაყოფილ იქნა მის ვაჟებს შორის — მოიმირ II-ის (უზენაესი მთავარი) და სვიატოპოლკ II-ს შორის, რომელმაც მიიღო ნიტრას სამთავრო. IX საუკუნის ბოლოს დიდი მორავიისაგან გამოეყო ჩეხეთი (ბოჰემია) და სერბ-ლუჟიცელების მიწები.
906 წ. პანონის სტეპებში შემოიჭრნენ შევიწროებული პეჩენეგები უნგრელი ტომები და დაუწყეს სვიატოპოლკის შემდეგ დასუსტებულ მორავიას გლეჯა წამება. 907 წელს პრესბურგის ბრძოლისას სლავები მთავარ მოიმირის მეთაურობიდ დამარცხებულ იქნენ[8].
დიდი მორავიის მთავრები [რედაქტირება]
- მოიმირ I (მაიომირი) (830—846)
- როსტისლავი (რასტისლავი) (846—870)
- სვიატოპოლკ I (870—894)
- სლავომირი (871), დროებითი მმართველი
- მოიმირ II (894—906)
კულტურა [რედაქტირება]
დიდი მორავიის კულტურა ვითარდებოდა ბიზანტიის დიდი გავლენის ქვეშ.[9], მას შემდეგ რაც რომის პაპმა სლავური ენის მიმართ აღიარა სალიტურღიო ენის სტატუსი და ნება დართო სახარების სლავურ ენაზე კითხვისა ღვთისმსახურებაზე, ლიტერატურამ დაიწყო აქტიურად განვითარება ამ ენაზე, ჯერ ქადაგებათა თარგმნა შემდეგ კი ორიგინალური ნაწარმოებები, მაგალითად წმ. კირილეს «Проглас».
იმ დროის არქიტექტურული ძეგლებიდან შემორჩენილია მხოლოდ ფუნდამენტები, აღმოჩენილი გათხრების შედეგად XX საუკუნეში. ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ საეკლესიო ნაგებობების ტიპი იყო როტონდა.[9] სწორედ მორავიიდან გავრცელდა შემდეგ ჩეხეთში და პოლონეთში, ასევე სხვა სლავურ ქვეყნებში.
გამოყენებით ხელოვნებაში იგრძნობა მუსლიმანური და ირანული გავლენა. ძალიან განვითარებული იყო ოქრომჭედლობა, განსაკუთრებით ქალის სამკაულების დამზადება. დახვეწილი მორავიული ჩამოსხმის საიდუმლოება ამ დრომდეც არ არის გახსნილი. IX საუკუნის პირველ ნახევარში მძლავრობდა ეგრეთ წოდებული ბლატნიცკურ-მიკულჩიცური სტილი, როდესაც გრავირებული ორნამენტი კომბინირდებოდა ჭედურობასთან და მაღალი რელიეფით.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ დიდი მორავია
- ↑ გ.პ. მელნიკოვი საეკლესიო-სლავური ენა. — გვ. 91.
- ↑ მორავია, ერთ დროს დიდი
- ↑ ჩეხეთში და სლოვაკეთში აღნიშნეს სლავი განმანათლებლების კირილეს და მიფოდის დღე
- ↑ სლავური დამწერლობის გაჩენის მიზეზები და პირობები
- ↑ მ გიმბუტასი სლავები
- ↑ ბლატენის სამთავრო
- ↑ ძველი ისტორია. შუა საუკუნეები. ახალი ისტორია
- ↑ 9.0 9.1 გ. პ. მელნიკოვი ნახს. ნაწარმ..
ლიტერატურა [რედაქტირება]
- გ. პ. მელნიკოვი სლავური ხალხების კულტურის ისტორია. 3 ტომად. — მ.: სლავური კულტურის სახ. აკადემია. — ტომი: I: ძველი და შუა საუკუნეები. — ISBN 5-85291-021-X
სტატიის