ჰრადეც-კრალოვეს მხარე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰრადეც-კრალოვეს მხარე
Královéhradecký kraj
გერბი
Hradec Kralove Region CoA CZ.svg
დროშა
Flag of Hradec Kralove Region.svg
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
სტატუსი მხარე
მოიცავს 5 რაიონი
ადმინ. ცენტრი ჰრადეც-კრალოვე
მოსახლეობა (2011) 561 119 კაცი
სიმჭიდროვე 118 კაცი/კმ²
ფართობი 4 758 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი

 1 602
ჰრადეც-კრალოვეს მხარე რუკაზე
ოფიციალური ვებ-გვერდი

ჰრადეც-კრალოვეს მხარე (ჩეხ. Královéhradecký kraj) — ჩეხეთის ადმინისტრაციული ერთეული. მდებარეობს ჩეხეთის ისტორიული მხარის ბოჰემიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი დედაქალაქია ჰრადეც-კრალოვე. ჰრადეც-კრალოვეს მხარეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდო.

რაიონები [რედაქტირება]

ჰრადეც-კრალოვეს რაიონები

ტრადიციულად ჰრადეც-კრალოვეს რეგიონი იყოფა ხუთ რაიონად (ჩეხ. okresy), რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ, როგორც რეგიონული დანაყოფები. ხელისუფლებამ ახალი დაყოფის შემდეგ მუნიციპალიტეტების სტატუსი მიანიჭა და ადგილობრივი მმართველობა დააწესა.


ქალაქები [რედაქტირება]

ქალაქი მოსახლეობა
(31 დეკემბერი 2005)
ჰრადეც-კრალოვე 94 431
ტრუტნოვი 31 195
ნახოდი 21 079
იიჩინი 16 253
დვურ-კრალოვე 16 111
ვრხლაბი 13 065
იარომერჟი 12 767
რიხნოვ-ნად-კნეჟნოი 11 672

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]