Sysyphus

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

Sysyphus“ (სიზიფე) — რიჩარდ რაიტის ინსტრუმენტალი ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომზე Ummagumma[1][2]. კომპოზიციის სამუშაო სახელწოდება იყო „Riches Scene“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიცია აგებულია კორინთის დამპყრობელი მეფე სიზიფეზე, რომელიც დასჯილი იყო და საიქიოში იძულებული გახდა, უზარმაზარი ლოდი ეთრია მთის მწვერვალზე.

მოგვიანებით რიჩარდ რაიტი აღიარებდა, რომ ამ პიესით შეძლო საკუთარი მუსიკისადმი დამოკიდებულების განსაზღვრა.

„Sysyphus“-ში მელოტრონზე დავუკარი, სპეციალური ეფექტებისთვის ვიყენებდი, ისევე, როგორც სიმებიანების და ბასის პარტიებისთვის. საკუთარ კომპოზიციებში ყველამ თავად დაუკრა. ვფიქრობდი, რომ კარგი ექსპერიმენტი იქნებოდა და დამეხმარა. მაგრამ როჯერი ფიქრობს, რომ ერთად მუშაობით უკეთესს მივიღებდით.

კომპოზიცია ჩანაწერსა და ალბომის ბუკლეტზე ოთხ ნაწილად იყოფა.

ნაწილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწილი 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელოდიური ჯაზური იმპროვიზაცია. ორკესტრის ბნელ ჟღერადობას, რომელიც შექმნილია მელოტრონის დახმარებით, ენაცვლება ჯაზური ფორტეპიანო.

ნაწილი 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისონანსური ხმებით შექმნილი კოლაჟი.

ნაწილი 3[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთლიანად ექსპერიმენტული ნაწილი. მელოტრონის ხმების, Farfisa-ს ორგანის, ფრინველების ხმების, გონგისა და გიტარის ჟღერადობა.

ნაწილი 4[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიტების ჭიკჭიკი, რაიტის მელოტრონი და პირველი ნაწილის რეპრიზა, როგორც პიესის დასასრული.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი კონცერტებზე მხოლოდ ოთხჯერ შესრულდა. 1970 წლის თებერვალში ჯგუფმა იგი დაუკრა ბირმინგემის ტაუნ-ჰოლში - მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დროს სადღაც გაქრა სატვირთო მანქანა ძირითადი აპარატურით. კომპოზიციის ფინალში, უოტერსი საუბრობდა შოტლანდიელი პიქტების დიალექტზე (რაც აღებული იყო „Several Species“-იდან).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sysyphus&oldid=3350794“-დან