Several Species of Small Furry Animals Gathered Together in a Cave and Grooving with a Pict

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Several Species of Small Furry Animals Gathered Together in a Cave and Grooving with a Pict“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან Ummagumma
გამოსვლის თარიღი ოქტომბერი, 1969
ჩაიწერა ივნისი, 1969
ჟანრი კონკრეტული მუსიკა
ხანგრძლივობა 4:59
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records
ავტორი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ნორმან სმითი
Ummagumma - სიმღერები

Several Species of Small Furry Animals Gathered Together in a Cave and Grooving with a Pict (ქართ: მცირე ბეწვიანი ცხოველის რამდენიმე სახეობა, რომელიც შეიკრიბა გამოქვაბულში და პიქტთან ერთად გიჟდება) — მეექვსე კომპოზიცია ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან Ummagumma.[1][2]

ეს კომპოზიცია გრძელდება 7 წუთს და უშუალოდ შედგება სხვადასხვა ხმის მონტაჟისგან, რომელიც სხვადასხვა სიჩქარით არის დამონტაჟებული, რასაც ემატება როჯერ უოტერსის, კომპოზიციის ავტორის შოტლანდიურ დიალექტზე წარმოთქმული ფრაზები.

როჯერ უოტერსი:

ეს სინამდვილეში არაფერია, ეს უბრალოდ კონკრეტული პოეზიაა. ეს ხმები ჩემ მიერ ჩაიწერა, ყველაფერი ადამიანის ხმებს წარმოადგენს - მუსიკალური ინსტრუმენტები არ ჟღერს.

კომპოზიცია აგებულია სხვადასხვა ფირზე, რომლებიც განსხვავებული სიჩქარით ატრიალეს სხვადასხვა მიმართულებით. გამოიყენება მაგიდაზე ხელით კაკუნი და მარცხენა არხში ოდნავ შეიმჩნევა „მადლობა“. სხვა სიჩქარეზე ჟღერს უცნაური ლექსები, რომლებიც შოტლანდიური დიალექტით წარმოითქმის.

პიქტები წარმოადგენდნენ შოტლანდიის უძველეს მკვიდრებს.

სიმღერა კონცერტებზე არასოდეს წარდგენილა, თუმცა უოტერსი ასეთი მანერით, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ხოლმე საუბრობდა „Embryo“-ს და „Sysyphus“-ის საკონცერტო შესრულებისას. მეორე ვერსიით, პიქტური საუბარი ჟღერდა „A Saucerful Of Secrets“-ში და „Careful With That Axe, Eugene“-ში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.