ხაიმ ნახმან ბიალიკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაიმ ნახმან ბაილიკი

ხაიმ ნახმან ბიალიკი (ივრ. חיים נחמן ביאליק; ‎ დ. 9 იანვარი, 1873, სოფელი რადი, ყოფილი ვოლინის გუბერნია, ამჟამად უკრაინა – გ. 4 ივლისი, 1934, ვენა) ებრაელი პოეტი, ესეისტი, მწერალი, ჯურნალისტი და მთარგმნელი. მან მრავალი თხზულება დაუტოვა თანამედროვე ებრაულ კულტურას. იგი ებრაელების ეროვნული პოეტია.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბიალიკი დაიბადა სოფელ რადში(ვოლნი,რუსეთის იმპერია(ახლანდელი უკრაინა)). მამამისი, იცხაკ იოსეფ ბიალიკი, განსწავლული ბიზნესმენი იყო; იგი გარდაიცვალა 1880 წელს, როცა ხაიმი იყო 7 წლის. ბიალიკმა თავის პოემებში გააიდეალა თავის უბედური ბავშვობა. ჰყვებოდა შვიდ ობოლზე, თუმცა თანამედროვე ბიოგრაფები ამ რიცხვს გადამეტებულად მიიჩნევენ იმ მოზრდილ და–ძმათა ჩათვლით, რომლებსაც დახმარება არ სჭირდებოდათ. ასეა თუ ისე, 7 წლიდან ბიალიკი იზრდებოდა ჟიტომირში მის მართლმადიდებელ პაპასთან რაბი იაკობ მოშე ბიალიკთან. 15 წლის ასაკში დაიწყო სწავლა იეშივაში ვოლოჟინში (Вало́жын) ბელარუსში. იქ დაწერა ცნობილი პოეზია “ელ ჰაციპორ”. მაგრამ ის არ დარჩა იეშიბაში და დატოვა. 1892 წელს, ოდესაში ყოფნის დროს შეხვდა ეხად ჰაამ. მან დიდი გავლენა მოახდინა ბიალიკზე.

ნაწარმოებები[რედაქტირება]

  • პოემა „ამბავი რბევისა“ (1904)
  • „უდაბნოს მკვდრები“ (1902)
  • „ცეცხლოვანი ქარტია“ (1905)
  • „არიე-კულაკი“
  • „ღობის გადაღმა“

ი. რავნიცკისთან ერთად გადაამუშავა და გამოსცა 4-ტომიანი შრომა „ებრაელთა ლეგენდები“ (მე-2 გამოც., ბერლინი, 1922).

ლიტერატურა[რედაქტირება]