დიდი ფლევი
სოფელი | ||||
---|---|---|---|---|
დიდი ფლევი | ||||
![]() დიდი ფლევი | ||||
ქვეყანა |
![]() | |||
მხარე | შიდა ქართლის მხარე | |||
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი | |||
თემი | ფლევი | |||
კოორდინატები | 42.073°00′00″ ჩ. გ. 43.697°00′00″ ა. გ. / 42.07300° ჩ. გ. 43.69700° ა. გ. | |||
ცენტრის სიმაღლე | 800 მ | |||
მოსახლეობა | 390[1] კაცი (2014) | |||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % | |||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | |||
სატელეფონო კოდი | +995 | |||
| ||||
დიდი ფლევი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფლევის თემის ცენტრი (სოფლები: ნაცარგორა, პატარა ფლევი, ტკოცა). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ხაშურიდან 21 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 265 კომლი, სულ 695 ადამიანი. სოფლის სასაფლაოზე დგას წმინდა გიორგის მცირე და დიდი ეკლესიები.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ახალი და ზემო ფლევი. ერთ-ერთი უძველესი სოფელია. თავდაპირველად ფლევი ამირეჯიბების მამული იყო. ქუცნა ამირეჯიბმა იგი ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესიას შესწირა: ,,აქაურის წისქვილისათვის ფლეველთ თითო კოდი პური, თითო კოკა ღვინო სააღაპოდ”. მოგვიანებით იგი ბაგრატიონ-დავითიშვილების მამულია. მათ 1527-1556 წლებში იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის ნებართვით და ირანის შაჰის თამაზისაგან მიღებული ოქრო-ვერცხლით სხვა სოფლებთან ერთად შეიძინეს ფლევი. ბაგრატიონ-დავითაშვილები აქ XX საუკუნემდე სახლობდნენ.
ფლევში სახლობენ გვარები: გელაშვილი, დეკანოიძე, კაპანაძე, კვესაძე, ლომიძე, მთიულიშვილი, ნოზაძე, რაზმაძე, საძაგლიშვილი, ტეფნაძე, ხარაზიშვილი, (დიდი ფლევი), არსენიძე, ბუხრიკიძე (ბუცხრიკიძე), გაჩეჩილაძე, გელაშვილი, თაბუაშვილი, თედიაშვილი, ივანიშვილი, კილასონია, ლომიძე, ტაბატაძე, ტეფნაძე, შუბითიძე, ჩიქოვანი, ციცქიშვილი, ხარაზიშვილი (პატარა ფლევი).
სახელწოდება ნაწარმოებია -ევ სუფიქსის მეშვეობით, -ი სახელობითი ბრუნვის ნიაშანია, ხოლო ფუძეა ,,ფლ”, ტოპონიმი ფლევი უნდა მომდინარეობდეს ფლვა ლექსემისაგან. ამავე ლექსემისგან უნდა იყოს ნაწარმოები სახელწოდება ფლავი (გორის რაიონი).
ფლევში მდებარეობს წმ. გიორგის (XIX ს-ის ბოლო), ღვთისმშობლისა (VIII-IX სს.) და წმ. გიორგის (განვითარებული ფეოდალური ხანა) ეკლესიები.[2]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 530 ადამიანი[3]. 2014 წელს სოფელში ცხოვრობს 390 კაცი, საიდანაც 194 მამაკაცია, ხოლო 196 ქალი[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 530 [4][5] |
2014 | 390[1] ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 540.
- თ. ლაცაბიძე, ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში, 2000 წ.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ფლევის ტერიტორიული ორგანო/ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-20. ციტირების თარიღი: 2013-07-19.
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი
|