საქართველოს კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს კანონი მიიღება საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი[1].

საქართველოს კანონის ადგილი სხვა ნორმატიულ აქტებს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს კანონს საქართველოს ნორმატიულ აქტთა იერარქიაში ადგილი უკავია საქართველოს ორგანული კანონის შემდეგ[2]:

ვიკიციტატა
„საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;

ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;

დ) საქართველოს ორგანული კანონი;

ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.“

საქართველოს კანონის მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა[3]. მიღებული კანონპროეტი შვიდი დღის ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს პრომულგირებისთვის, რომელსაც იგი ხელს აწერს და აქვეყნებს ათი დღის ვადაში ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს. თუ პრეზიდენტი კანონპროექტს დააბრუნებს, პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა ის რაოდენობა, რაც გათვალისწინებულია ამ კანონის მისაღებად. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც შვიდი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ პარლამენტმა არ მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, მაშინ კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი. თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე[4].

კანონის ძალაში შესვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მეთხუთმედე დღეს, თუ ამავე კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს კონსტიტუცია
  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტტების შესახებ, მე-10 მუხლის მე-6 პუნატი
  2. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი
  3. საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის პირველი პუნქტი
  4. საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლი
  5. საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-6 პუნქტი