იუფშარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუფშარა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე რიწა
43°28′19″ ჩ. გ. 40°32′00″ ა. გ. / 43.47194° ჩ. გ. 40.533500° ა. გ. / 43.47194; 40.533500
შესართავი გეგა
43°24′32″ ჩ. გ. 40°27′45″ ა. გ. / 43.409000° ჩ. გ. 40.46250° ა. გ. / 43.409000; 40.46250
სიგრძე 11 კმ
აუზის ფართობი 236 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 7,6 მ³/წმ
იუფშარა — საქართველო
იუფშარა
იუფშარა
იუფშარა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
იუფშარა
იუფშარა
— სათავე, — შესართავი
იუფშარა ვიკისაწყობში

იუფშარამდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მოედინება აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, გეგის მარცხენა შენაკადი. გამოდის რიწის ტბიდან. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 236 კმ². სათავიდან 0,5 კმ-ზე იკარგება ნაზვავში და 2 კმ შემდეგ გამოდის ზედაპირზე. მიედინება კანიონში. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა აპრილ-მაისშია, იშვიათად — ზამთარშიც. წყლის საშუალო ხარჯი სათავეში 7,6 მ³/წმ. წყალი მუდამ სუფთაა. იუფშარის ხეობაში გადის რიწის ტბისაკენ მიმავალი გზატკეცილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]