რეჩხი
იერსახე
| რეჩხი | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | გალის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
| სათავე |
ოხაჩქუის მასივის სამხრეთ-დასავლეთი ძირი |
| სათავის სიმაღლე | 195 მ |
| შესართავი |
ერისწყალი |
| სიგრძე | 8,5 კმ |
| აუზის ფართობი | 43 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 4,9 მ³/წმ |
|
| |
რეჩხი — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე. სიგრძე 8,5 კმ, აუზის ფართობი 43 კმ². სათავე აქვს კარსტული ვოკლუზით ოხაჩქუის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ძირში. ზღვის დონიდან 195 მ. ერთვის მდინარე ერისწყალს მარჯვნიდან. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა შემოდგომაზე. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 4,9 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 378.