ადარნასე შავლიანი
ადარნასე შავლიანი | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | დაახ. 880 |
მმართ. დასასრული: | 887 |
წინამორბედი: | ივანე შავლიანი |
მემკვიდრე: | ბაგრატ I (აფხაზთა მეფე) |
გარდ. თარიღი: | 887 |
დინასტია: | შავლიანები |
ადარნასე შავლიანი (გ. 887) — აფხაზთა, დასავლეთ საქართველოს მეფე (დაახ. 880—887). გამეფდა ივანე შავლიანის სიკვდილის შემდეგ.
შავლიანთა მეფობის დროსაც გრძელდებოდა აფხაზთა სამეფოს ბრძოლა ქართულ სამეფო–სამთავროებს შორის ჰეგემონიისათვის. კერძოდ, როგორც ჩანს, აფხაზთა სამეფო ჩაერია ტაო–კლარჯეთის მმართველებს შორის ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობდა გუარამ მამფალსა და დავით კურაპალატს შორის, რომელიც ბაგრატ კუარაპალატის ვაჟიშვილი იყო .
მაგრამ შავლიანთა ბატონობა აფხაზეთის სამეფო ტახტზე დიდხანს არ გაგრძელებულა. ბაგრატი, დემეტრე II აფხაზთა მეფის შვილი, ბიზანტიელთა ჯარით დაბრუნდა უკან, დაამარცხა ადარნასე I, მოკლა იგი და თვითონ დაიკავა სამეფო ტახტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედ., თბ., ნეკერი, 200, გვ. 69;
- მ. ლორთქიფანიძე, ეგრის–აფხაზეთის სამეფო, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;
- Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI - XVII вв), Сух., 1959;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 2, თბ., 1965;
- თ. მიბჩუანი, აფხაზეთის მეფეები და მთავრები, თბ., 1997
- ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ., 1912;
- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 191.
წინამორბედი: იოვანე შავლიანი |
აფხაზეთის მეფე დაახ. 880—887 |
შემდეგი: ბაგრატ I |
|
|