კრუბერის გამოქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრუბერის გამოქვაბული
Voronija.png
კოორდინატები: 43°24′35″ ჩ. გ. 40°21′44″ ა. გ. / 43.40972° ჩ. გ. 40.36222° ა. გ. / 43.40972; 40.36222
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გაგრის რაიონი
აბსოლუტური სიმაღლე 2320 მ
სიგრძე 13,432 მ
სიღრმე 2197 მ
აღმოჩენის წელი 1960
შესასვლელთა რაოდენობა 5
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
კრუბერის გამოქვაბული — საქართველო
კრუბერის გამოქვაბული
კრუბერის გამოქვაბული — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
კრუბერის გამოქვაბული
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

კრუბერის გამოქვაბული, ვორონია-კრუბერის გამოქვაბულიკარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. კრუბერის გამოქვაბული სიღრმით მსოფლიოში მეორე ადგილზეა ვერიოვკინის მღვიმის შემდეგ.[1] შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს სუბვერტიკალური ტიპის სიღრუეს. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა. მღვიმეში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები და სხვა. სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]