დრანდის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დრანდის ტაძარი
Dranda cathedral.jpg

დრანდის ტაძარი

დრანდის ტაძარი (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°52′27″ ჩ. გ. 41°09′44″ ა. გ. / 42.87417° ჩ. გ. 41.16222° ა. გ. / 42.87417; 41.16222
რელიგიური კუთვნილება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია აფხაზეთი
რაიონი გულრიფშის რაიონი
ადგილმდებარეობა დრანდა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი საკათედრო ტაძარი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ქართული, ბიზანტიური
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება შუა VI საუკუნე
დეტალები
გუმბათი ერთი

დრანდის ტაძარიVIII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია აფხაზეთში. მდებარეობს გულრიფშის მუნიციპალიტეტში. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუმბათიანი, შუენიერი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კოდორსა და ანაკოფიის შორისისა ადგილთა.“

ეკლესია ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. ზოგიერთი ელემენტით უახლოვდება მცხეთის ჯვარს. გეგმაში ჯვრის სამი მკლავი სწორკუთხედის ფორმისაა. კუთხის სათავსები გეგმით წრიულია. ამ სათავსებში შესასვლელი სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავიდანაა. გარედან ჯვარი სწორკუთხედშია ჩასმული. აღმოსავლეთ მხარეს წახნაგოვანი აფსიდი აქვს. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული. აღდგენილია თავდაპირველი სახით XX საუკუნის 70-იან წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრანდის ეკლესია VI-VIII საუკუნეების ძეგლია. არსებობს ცნობები, რომ დრანდა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე დიდის ბრძანებით, 551 წელს აიგო და თავიდან კონსტანტინოპოლის ეკლესიაში შემავალი, აბაზგიის ეპარქიის დაქვემდებარებაში იყო. VIII საუკუნეში, დრანდა აფხაზეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს ეპარქიის ცენტრად იქცა, რომელმაც აქ XVII საუკუნემდე იარსება. დრანდის ბოლო ეპისკოპოსი გაბრიელი აბაზებისა და აფსარების შემოსევების გამო, იძულებული გახდა იერუსალიმში წასულიყო. 1637 წელს, ტაძარი მთლიანად გაძარცვეს და გადაწვეს თურქმა დამპყრობლებმა. 1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს ტაძარი ხელმეორედ დაიწვა და ფრესკები განადგურდა. 1880 წლიდან, რუსული ცარიზმის კოლონიური მმართველობის პერიოდში, სხვა ტაძრებთან ერთად ხდება დრანდის „რუსიფიკაციაც“. დრანდას ჯერ კიდევ მაშინ, ქართული ისტორიული კვალის საბოლოოდ წაშლის მიზნით, რუსული ყაიდის ხახვისებრი გუმბათი დაადგეს, რითაც მისი ისტორიული იერსახე დაამახინჯეს. 1928 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1921 წელი) შემდეგ კომუნისტებმა დრანდის ტაძარი გააუქმეს, ეკლესიის შენობის ნაწილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებად გადააკეთეს, ნაწილში კი გულრიფშის რაიონის ადმინისტრაცია და სკოლა-ინტერნატი განათავსეს. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში არქიტექტორ-რესტავრატორ ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით. დრანდის ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და მან თავდაპირველი სახე დაიბრუნა. დრანდის ეკლესია ნაგებია აგურითა და რიყის ქვით, ტაძრის გეგმაში ჯვრის სამი მკლავი სწორკუთხა ფორმისაა. კუთხის სათავსები გეგმით წრიულია. ამ სათავსებში შესასვლელი სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავიდანაა. გარედან ჯვარი სწორკუთხედშია ჩასმული. ეკლესიას აღმოსავლეთ მხარეს წახნაგოვანი აფსიდი აქვს. იგი სამშენებლო ტექნიკით, გეგმარებითა და პროპორციებით ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუშებს ენათესავება, მაგრამ დრანდის ეკლესიის აღმშენებელს ზოგი რამ ქართული ხუროთმოძღვრებიდანაც აუღია, კერძოდ, მცხეთის ჯვრის ტაძრის მსგავსად, აქაც აღმოსავლეთ ფასადზე სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი პატარა თაღებითაა გადაბმული.

ტაძარს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ამჟამინდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. რის გამოც მისი შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

2011 წელს, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ათეულობით ტაძარი, მათ შორის დრანდის ეკლესიაც, ე.წ „აფხაზურ ეკლესიას“ უვადო სარგებლობაში გადასცა. ქართული კვალის წასაშლელად ტაძარი ოკუპაციის შემდეგ რუსულ ყაიდაზე, მთლიანად თეთრად გადაღებეს; ჩააყენეს ათამდე ვერცხლისფრად შეღებილი კარ-ფანჯარა, რის გამოც გახვრიტეს ეკლესიის კედლები, დაამონტაჟეს ვიდეოსათვალთვალო სისტემა; ტაძრის გარშემო მთლიანად მოხსნეს მიწის ფენა, ისე რომ არქეოლოგიური კვლევა არ განხორციელებულა. რეკონსტრუქციამ შეიწირა ტაძრის უნიკალური, VII საუკუნით დათარიღებული სანათლავი ემბაზი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]