აქიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქიუ, აფხაზ სპელეოლოგთა მღვიმე — კარსტული მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალი ათონის მახლობლად, მდ. ფსირცხის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 160 . 30 მ სიგრძის ვიწრო ხვრელით უერთდება 30 მ სიმაღლის მთავარ დარბაზს. სტალაგმიტებითა და სტალაქტიტებით მორთული დარბაზების საერთო სიგრძეა 125 მ. აქიუში ნაპოვნია მღვიმური დათვის ძვლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აქიუ&oldid=4506291“-დან