აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია (აფხ. Апсны аекономика арeиара апартиа, რუს. Партия Экономического развития Абхазии (ЭРА)) — ოპოზიციური სეპარატისტული პარტია აფხაზეთში. დაარსდა 2007 წელს. პარტიის თავმჯდომარეა ბიზნესმენი, ბიზნეს–კლუბ "სოხუმი"–ს ხელმძღვანელი და აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ბესლან ბუტბა[1]. პარტიას აქვს 6 რეგიონალური და ერთი ცენტრალური განყოფილება ქ. სოხუმში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია დაარსდა 2007 წლის 26 სექტემბერს მისი პირველი კონგრესის მიმდინარეობის დროს. 25 დეკემბერს მოაწყო სადისკუსიო მრგვალი მაგიდა აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაციის საკითხზე, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის ბევრმა სხვა სეპარატისტულმა პარტიამ მიიღო.[1] 2008 წლის 30 იანვარს პარტიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას აფხაზეთის სახალხო პარტიასთან, ერთ–ერთ უძველეს სეპარატისტულ პარტიასთან აფხაზეთში.[2] პარტიამ დააფინანსა ბიბლიოთეკა ჭლოუში (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი), მწერალ ბაგრატ შინქუბას მშობლიურ სოფელში, რომელიც ხელახლა გაიხსნა 26 აპრილს.[3] 2008 წლის 28 ნოემბერს ჩატარდა პარტიის მეორე კონგრესი, რომელსაც დაახლოებით 400 დელეგატი დაესწრო. კონგრესის მსვლელობის დროს ბესლან ბუტბამ დაგმო კორუპცია და გამჭვირვალობის ნაკლებობა აფხაზეთის მთავრობაში. [4] 2009 წლის 23 იანვარს პარტიამ მოაწყო სადისკუსიო მრგვალი მაგიდა 2009 წელს დაგეგმილ ე. წ. საპრექიდენტო არჩევნების თემაზე; მრგვალ მაგიდაში სხვა მრავალი პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.[5] 2009 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდა პარტიის მეოთხე კონგრესი, რომლის დროსაც ბუტბა დასახელდა პრეზიდენტობის, ხოლო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალმასბეი კჩაჩი – ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატად.[6]

პოლიტიკური საბჭოს წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Выпуск №486-487-488-489-490“ (რუსული). აფსნიპერესი. 2007-12-25. ციტირების თარიღი: 2009-10-30.[მკვდარი ბმული]
  2. Кучуберия, Анжела (2008-01-30). „Партия экономического развития и Народная партия Абхазии договорились сотрудничать“. кавказский узел. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2010-09-26. (რუსული)
  3. „Выпуск №138-139-140-141-142“ (რუსული). აფსნიპერესი. 2008-04-16. ციტირების თარიღი: 2009-10-30.[მკვდარი ბმული]
  4. „Выпуск № 586-587“ (რუსული). აფსნიპრესი. 2008-11-28. ციტირების თარიღი: 2009-10-30.[მკვდარი ბმული]
  5. „Выпуск №25-26-27“ (რუსული). აფსნიპრესი. 2009-01-23. ციტირების თარიღი: 2009-10-30.[მკვდარი ბმული]
  6. „Выпуск №509-510-511-512“ (რუსული). აფსნიპრესი. 2009-10-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-04. ციტირების თარიღი: 2009-10-23.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ოფიციალური ვებ-გვერდი (რუსული)